novak_djokovicევროსპორტი რომ შემოვიდა საქართველოში, მაშინ ვუყურებდი ხოლმე სუმოს.
სახლში სულ ჩხუბი გვქონდა, ჩემ გარდა არავის უნდოდა თითქმის ტიტლიკანა კაცების ყურებისა

ასაშორიუ იყო მაშინ უძლიერესი.. ლეგენდა
პ.ს.
ეხლა რეიტინგს გადავავლე თვალი და სასწაულია,
ამერიკას ორი ჩოგბურთელი ჰყავს ნიკაზე წინ რეიტინგში,
ქვეყანას, სადაც ჩოგბურთი უმაღლეს დონეზეა განვითარებული,
ჩოგბურთის ელიტა ამერიკულ აკადემიებში იზრდება,
ყველა პატარა დასახლებას საკუთარი საჩოგბურთო კლუბები აქვს
და ნიკაზე უკეთესი მარტო ორი ჰყავთ..
საფრანგეთის მარტო ერთი წარმომადგენელია ნიკაზე უკეთესი რეიტინგში,
გერმანიასაც ერთი,
ყოფილ საბჭოთა კავშირიდან მხოლოდ რუსეთს..
ნიკას რეიტინგი (28-ე) არის უდიდესი მიღწევა,
ამას სუმოს და შტანგისტობას ვერ შეადარებ.
თეორიულად ამერიკას შეიძლება ჰყავდეს ნიკაზე 27 უკეთესი ჩოგბურთელი,
თუ ამ ქვეყნის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ ჩოგბურთში,
ან იგივე დიდ ბრიტანეთს,
ან საფრანგეთს, ესპანეთს, იტალიას...
მაგრამ ბასილაშვილის ინდივიდუალური რეიტინგი მართლაც წარმოუდგენელია