პოლიციამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაკითხა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დღეს დილით პოლიციამ დაკითხა. გამოძიება მის კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობის ბრალდებებს ეხება.
როცა პოლიცია ნეთანიაჰუს სახლთან მივიდა, იქ პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ უკვე დემონსტრაცია მიმდინარეობდა. საპროტესტო მიტინგზე მიტანილ ბანერებზე ეწერა - "კრიმინალ-მინისტრი".
გამოძიებაში ფიგურირებს ტელეკომუნიკაციების კომპანია. ნეთანიაჰუმ კომპანიისთვის მომგებიანი რეგულაციები გამოსცა. არსებობს ეჭვი, რომ სანაცვლოდ, პრემიერ-მინისტრი მედიაში მისთვის სასარგებლო გაშუქებას ითხოვდა.
ამას გარდა, პოლიცია ნეთანიაჰუს კიდევ ორ საქმეზე დაკითხავს. ორივე საქმე მის სავარაუდო კორუმპირებულ საქმიანობასთან დაკავშირებით აღიძრა.
პრემიერ-მინისტრი ბრალდებებს უარყოფს. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა მედიის მიერ მის წინააღმდეგ დაწყებული "კუდიანებზე ნადირობა".
https://www.amerikiskhma.com/a/israel-netan...ng/4532780.htmlპ.ს. აჰა ნორმალურ ქვეყანა როგორ ხდება, როცა ეჭვი აქვთ მაღალი თანამდებობის პირების კორუფციაში ჩართვაზე
აქ კი ღარიბაშვილი-კვირიკაშვილი ისე გადადგა, რომ ბოლოს მოგვახსენეს თუ რა საქვეყნო საქმეები აკეთეს და თუ როგორი მადლობლები უნდა ვიყოთ. :დ
დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოები ამ ქვეყანას ეღირსება როდესმე?
This post has been edited by ცერცვა. on 18 Aug 2018, 17:17
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell