ვის შეეძლება განსხვავებული ფერის მანქანით "ტაქსაობა"?
ვის შეეძლება განსხვავებული ფერის მანქანით "ტაქსაობა"?
პირებს, რომელთა ძირითადი საქმიანობა ტაქსაობა არ იქნება, შეეძლებათ სხვა ფერის მანქანებითაც იმოძრაონ,- ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე აცხადებს. შესაბამისი ინიციატივით ის დღეს საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის სხდომაზე წარსდგა. აღნიშნულ წინადადებას საკრებულომ მხარი დაუჭირა.
„ტაქსების რეფორმის დაანონსებისთანავე ვთქვით, რომ ეს არ უნდა იყოს ტვირთი ადამიანებისთვის. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბაზარზე ტაქსების რაოდენობა შემცირდეს. ტაქსები ბაზარმა მოამრავლა თვითონ და იყო მიზეზები, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განუვითარებლობასთან იყო კავშირში.
ჩვენ წარმოვადგინეთ ალტერნატივა - B კატეგორიის ტაქსენი, რომელიც ვიზუალში არ არის ტაქსი და „ქოლცენტრების“ მეშვეობით ღებულობს კლიენტებს და ემსახურება მათ. ამას ახერხებენ სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ. მათ თავისუფლად შეუძლიათ B კატეგორია მოიპოვონ“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება A და B კატეგორიებს შორის განსხვავებას, მამუკა მუმლაძე განმარტავს, რომ B კატეგორიის მქონე მძღოლებს არ ექნებათ გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება.
„მათ არ ექნებათ საშუალება ისარგებლონ ტაქსის გასაჩერებელი უფასო ადგილებით, მათ არ ექნებათ რეკლამის განთავსების უფლება და ა.შ.“,- აცხადებს მამუკა მუმლაძე.
http://www.bm.ge/ka/article/vis-sheedzleba...saobaquot/25507
სარამოობით გლდანი-ნახალოვკა 5 ლარად
წითელი მანქანით