ძალიან მიყვარხარ და არ მოგენატრო, სხვანაირად მოვალო" - თბილისში 11 წლის გოგონას ეძებენ, რომელმაც წერილი დატოვა
დღეს, 17:26
4049
თბილისში, 11 წლის გოგონას ეძებენ. ელენე გიორბელიძე დილით, 9-ის ნახევარზე, ერთი წლით უმცროს ძმასთან ერთად მე-4 საჯარო სკოლაში წავიდა. როგორც ცნობილია, ძმა სკოლაში შევიდა, თუმცა გოგონა საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნახავთ.
ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ ბავშვმა სახლიდან გასვლის წინ წერილი დატოვა, სადაც ის ოჯახის წევრებს ემშვიდობება. გოგონას უკვე ეძებენ სამართალდამცველები.
ოჯახის ყველა წევრი პოლიციაშია დაკითხვაზე გადაყვანილი, მათი ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ წერილი გოგონას სხვამ დააწერინა.
„არ მივიდა სკოლაში. მოვიდა ძმა მერე. გავარკვიეთ, რომ ბავშვი არ არის. აღმოჩნდა, რომ დაკარგულია, მშობლებს აქვთ ეჭვი რომ დაკარგულია. არ აქვს არც სამგზავრო ბარათი, არც ტელეფონი, თვითონ არის წასული, დაწერილი აქვს წერილი და სავარაუდოდ, ემშვიდობება დედას. წასულები არიან ოჯახის წევრები. დედას ემშვიდობება, "ძალიან მიყვარხარ და არ მოგენატრო სხვანაირად მოვალო"-ამბობს მეზობელი.
11 წერიამაგრამ 12 არის
დედაჩემი შეესწრო
გადასასვლელ ხიდზე ვაჭრობს მისი დედა და გაგიჟებული იყო ქალი
იქნებ ვინმეს შეგხვდათ ან რამე....

იპოვეს

11 წლის ბავშვი, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებენ, ნაპოვნია
დღეს, 18:25
77
11 წლის ბავშვი, რომელსაც უკვე რამდენიმე საათია სამართალდამცველები და ახლობლები ეძებენ, ნაპოვნია. ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს მოზარდის ოჯახის წევრებმა დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ ბავშვი ამ წუთებში სახლში მოჰყავთ.

ყოფილა თემა
რომ ვნახე შემოვვარდი უცბათ ისე დავითრგუნე და გავხსენი
This post has been edited by SPLIYVI on 5 Nov 2018, 18:32