ბრიტანელი მოსამართლეები ყაზახეთში ახალ სასამართლოს ჩაუდგებიან სათავეში
მსოფლიოში ყაზახეთის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება - ინგლისური მართლმსაჯულების ერთი-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ბრიტანეთის ყოფილი მთავარი ლორდი-მოსამართლე ჯონ ვულფი ყაზახთში ახლახანს შექმნილი კომერციული სასამართლოს მთავარ მოსამართლედ დაინიშნა. მასთამ ერთად ამ ახალ ორგანოში იმუშავებს კიდევ 8 ცნობილი ბრიტანელი მოსამართლე და ავტორიტეტული ადვოკატი. მსგავსი სასამართლოები უკვე შეიქმნა სინგაპურში, ჰონკონგში, დუბაიში, აბუ-დაბიში და ყატარში. ახალი სასამართლო ყაზახეთის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში იხსნება, რომლის მიზანიცაა ქვეყნის გადაქცევა ცენტრალური აზიის მთავარ ფინანსურ ჰაბად.
„ეს არის პირველი ასეთი ტიპის სასამართლო ევრაზიაში. ყაზახეთს გააჩნია უზარმაზარი საზღვაზრი რუსეთთან და ჩინეთთან. ჩინეთი კი ქმნის ახალ აბრეშუმის გზას, რომელიც გაივლის ყაზახეთის ტერიტორიაზე. ამიტომაც კომერციულ სასამართლოს აქვს ყველა წინაპირობა წარმატებისთვის“, - განაცხადა ლორდ ვულფმა.
ყველა მოსამართლე იქნება ბრიტანეთიდან, სასამართლო იხელმძღვანელებს ფაქტიურად ინგლისური კანონებით.
დალშე ამ ბმულზეა
https://commersant.ge/ge/post/britaneli-mos...ebian-sataveshiპ.ს.ეს იდეა მიშასაც ჰქონდა,ნუ სხვა საქმეა რომ მის დროს სასამართლო რა დღეში იყო,ქოცებო თუ გინდათ რეალური ცვლილებები მიბაძეთ ნაზარბაევს.