#53798930 · 18 Nov 2018, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დიახ,არ მოგესმათ,ქარხნები იმდენია და ისე გუგუნებენ ყურები ამტკივდა,სამუშაო ადგილებიც იმდენია მთელი უკრაინა აქაა და მგონი მალე ჩვენი ქართველობაც სულ ყველა აქეთ გადმობარგდება,ხალხი შრომობს,დილის ექვსი საათიდან უკვე სამსახურებში არის დიდიან-პატარიანად,კი ბევრი წვალებაა,მაგრამ უღირთ,აქ კვირა დასვენების დღეა და ყველა გულაობს,სამწუხაროდ ეს ქვეყანა საქართველო კი არა პოლონეთია,ჩვენ როდის გვეღირსება ეს არ ვიცი,მანდ ისევ მიშა-ბიძინას ჭიდაობას უყურებთ და ამასობაში საქართველო ქართველებისგან დაიცალა,სამაგიეროდ არაბ-ინდუს-ერაყელებით იტენება ქვეყანა. სხვათაშორის აქ საერთოდ არ შემხვედრია მაგ ეროვნების ხალხი,ეტყობა სიცივე არ ევასებათ და თბილ ქვეყნებს ეტანებიან. მოკლედ ამათ რომ ვუყურებ,არ ვიცი ჩვენ როდის გვეშველება,გარეთ ქუჩაში იდეალური სისუფთავე და წესრიგია,კოხტა სახლები,მოვლილი ეზოები,მშრომელი ხალხი,ძალიან ტეხავს რომ ჩვენთან ამის ნასახიც არაა.
|