#53804813 · 19 Nov 2018, 22:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დავით გოგოხია
დღეს, "ქართულ ოცნებას" მალთაყვის მუნიციპალიტეტში, წინასწარ გაწერილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა ე.წ. მეორადი ტანსაცმლის ფუთები, რითაც წინასაარჩევნოდ ხდებოდა ადამიანების მოსყიდვა.
ამის შესახებ გაიგეს ადგილობრივმა, გაჭირვებულმა მოსახლეობამ, რომლებიც შეიკრიბნენ და ითხოვდნენ, რომ მათვისაც გაეწიათ დახმარება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაკეტეს დარბაზის კარები და უარი უთხრეს დახმარებაზე. განუცხადეს მათ, რომ ფუთებს მხოლოდ სიებში მყოფ პირებზე გასცემდნენ, რასაც პროტესტი მოჰყვა და გაჭირვებულმა მოსახლეობამ თავად გახსნა კარები და წაიღეს ფუთები.
ქ. ფოთის ადგილობრივი ხელისუფლება ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში პირადად არიან ჩართულები. "ქართული ოცნება" ამომრჩევლის მოსყიდვას და ზეწოლას ყველანაირი მეთოდით ახდენს,მაგრამ მოსახლეობამ სათანადო პასუხი გასცა.
--------------------
☼
|