როგორც გახმაურდა 1.5 ილიარდის დახარჯვას აპირებს ბატონი ბიძინა და ჰგონია რომ ამით ხალხს მოვიმადლიერებო, ვინაიდან ხალხს იმ ძველ ვალებს გადავუხდი, რასაც უკვე ვეღარ იხდიანო და წლებია ვალად ადევთო.
სინამდვილეში კი რა ხდება, მაგ მიკროსაფინანსოების მევალეები ვინც არიან და წლებია უკვე ვალს აღარ იხდიან, მათ მაგ ვალს უკვე არავინ აღარ თხოვს. ვინაიდან მაგ ხალხს ეგ ვალები რო მოთხოვონ, ამისთვის საჭიროა სასამართლო, სასამართლოში ჩივილი კი იმდენ ხარჯს იწვევს რომ არ უღირთ მიკროსაფინანსოებს და მითუმეტეს სასამართლო გზითაც ვერაფერ დიდ შედეგს ვერ იღებდნენ, ვინაიდან სასამართლო კი ადასტურებს ვალს, მაგრამ სასამართლო ვერ უყიდის სახლკარს მაგ ხალხს და ვალი ისევ ვალად რჩება.
ანუ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციით ზარალდებოდნენ მიკროსაფინანსოები და მევახშეები, რომლებიც ყველას აძლევნენნ კრედიტს და სულ ფეხებზე ეკიდათ გადამხდელი იყო კონკრეტული პიროვნება თუ არა,.
უფრო მეტიც, მესიჯებსაც კი უგზავნიდნენ ხალხს, მოდით კრედიტი უნდა მოქცეთო და ტვინს უბურღავდნენ, აქედან გამომდინარე სადღაც მორალურად ღირსებიც კი არიან ეგ მიკროსაფინანსოები ესე რო დაზარალდნენ.
ბიძინა კი აპირებს მაგ მიკროსაფინანსოებს აუნაზღაუროს ზარალი, სხვას ამას ვერაფერს ვერ დავარქმევ

ვინაიდან ყველაზე მაგრად მაგათ გაუხარდათ ეს ამბავი

ეხლა მეორე საკითხი, ვისია ეგ მიკროსაფინანსოები და ვინ დგას მათ უკან, რიგითი პატიოსანი ხალხი რო არ იდგება ეს ნათელია, არსებობს დიდი ეჭვი რომ ზუსტად ისევ თვითონ დგანან მაგ მიკროსაფინანსოების უკან და გამოდის შემდეგი რამ, ერთი ჯიბიდან ამოიღებენ ფულს და ჩაიდებენ მეორე ჯიბეში, ან მინიმუმ ვიღაც უსინდისო მევახშეს აუნაზღაურებენ ზარალს, რომელიც უსინდისოდ ყველას, დიდს თუ პატარას სთავაზობდა კრედიტს და რასაც ქვია თავზე ახვევდნენ შეთავაზებებს.
ეხლა რაც შეეხება ანაბრებს და იმ ძველ მეეანაბრეებს რომლებსაც შეუჭამეს ფული ოთხმოცდაათიან წლებში. ეგ ხალხი ამათსავით იგრომანები და აიფონშიკები კი რ იყვნენ, ეს ის ხალხი იყო ვინც ნამდვილად პატიოსნად, კაპიკ კაპიკ აგროვებდა ფულს, რომ სამომავლოდ რამე ორი კაპიკი ჰქონოდათ დანაზოგად და რამეში გამოეყენებინათ.
აი ამ ხალხს, ამ უპატიოსნენს ხალხს უსინდისოდ მოპარეს ფული და დღემდე არ გადაუხდია სახელმწიფოს ეს ვალი.
შევარდნაძის დროს მოხდა ამ თანხების დათვლა, დაწესდა კოეფიციენტი და შეფასდა როგორც 500 მილიონი ლარი, და ეს თანხა სახელმწიფომ აღიარა როგორც ვალი, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს მაგ ხალხს, ვისი ანაბრებიც მოიპარეს სახელმწიფოსთან დაახლოვებულმა ღორებმა და რომლებიც შემდგომ ბიზნესმენები გახდენენ.
ეს 500 მილიონი დღემდე ვალად ადევს სახელმწიფოს და კაციშვილი არ ცდილობს ამ ვალის გასტუმრებას, ყველა მთავრობა იკიდებს და ამბობენ რომ სახელმწიფოს უჭირს და ვერ იხდის მაგ ვალსო.
შედარებით უფრო პრადვინუტი გამპრავებლები ისეთ ვერსიას ამბობენ, რომ სახელმწიფომ ამ 500 მილიონის დარიგება რომ დაიწყოს, ეს დაანგრევს ლარს და ინფლაცია გარდაუვალიაო
ესეიგი რა გამოდის მიკროსაფინანსოებზე მიცემული 1.5 მილიარდი არაფერს არ მოახდენს ხოლო 500 მილიონი ქვეყანას დაანგრევს?
პ.ს.
ბიძინასია ეგ ფული და რაც უნდა ეგ უქნია, მაგრამ ჩემის აზრით ბიძინას ანაბრების დარიგება რო დაეწყო და ეთქვა რომ მე გადავიხდი მაგ ანაბრებსო, უფრო მეტად მოიმადლიერებდა ხალხს და უფრო მეტად დაუფასდებოდა, თან მოიმადლიერებდა პატიოსან ხალხს, ვინც დღეს 70-80 წლისები არიან და დღემდე შენახული აქვთ იმ შემნახველი სალაროების წიგნაკები.
ეს იქნებოდა იმ ვითომ დასახარჯი თანხის მესამედი, ხოლო საქმით ათმაგად მაგარი საქმე გაკეთდებოდა.
ჯერ ერთი რომ, სახელმწიფო გათავისუფლდებოდა ხალხის ვალისგან და ეს ყბადაღებული თემა ერთხელ და სამუდამოდ მორჩებოდა.
მეორეც მოიმადლიერებდა ნამდვილად იმ ხალხს, ვისაც ნამდვილად პატიოსნად ეკუთვნოდა თავისი და ეს მადლიერება იქნებოდა გულწფელი და სამართლიანიც
ეხლა კიდე რა გამოვიდა, უნდა გააძღოს ღორი მევახშეები და ფაქტიურად ზარალის ანაზღაურებაა ეს მაგათი და მეტი არაფერი, არც არავინ არ იქნება მადლიერი ხალხში და როგორც თვითონ ამბობენ 1.5 მილიარდი უნდა დახარჯონ
ამიტომ ან მართლა სულელი მრჩევლები ყავს ბიძინას და არ იციან სად წაიღონ ფული და ესე უაზროდ აპირებენ მევახშეების უკანალში ამოტენვას, ან მართლა გამიზნული აქვს ყველაფერი და ამით კიდევ ერთ სათავისო აფიორას ანხორციელებს, არანაირ დიდი ფულის გადახდაზე არაა საუბარი და პარალელურად უნდათ რომ ხალხიც მადლიერი დარჩეთ
* * *
პ.ს.ს.
ეხლა ნახეთ რ2-ის ამუშავება, რამდენ ინტრიგას დათესავენ და რამხელა კავშირებს გამოავლენენ მაგ მიკროსაფინანსოების მფლობელებსა და ოცნებას შორის, ანუ მთლიანად შემოუტრიალებენ ამ ყველაფერს და აქეთ მათ წინააღმდეგ მიმართავენ მაგ კამპანიას.
ამიტომ მეანაბრეების თემა, იქნებოდა უფრო სამართლიანი და უფრო მომგებიანი, ხმასაც ვერავინ ამოიღებდა და ხალხიც გულწფელად მადლიერი დარცებოდა.
არ გივარგა ბორის მრჩევლები არა, ამდენიხანიც უნდა გამოგეცვალა
This post has been edited by tb-seli on 20 Nov 2018, 15:15