ესეიგი ბანკმა ქართუმ განაცხადა რომ ოქუაშვილს მივეცით სესხი რადგან წლების წინ მან ბანკიდან აიღო კრედიტი და რა პრობლემაა ლიმიტის ფარგლებში მივეცით სესხიო და მაშინ ქონდატ უზრუნველყოფაში ჩადებული ქონება და იმის ფარგლებშიო
ბანკი „ქართუ“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილს განცხადებით პასუხობს. „ქართუ“ „რუსთავი 2“-ს და ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მზადაა, თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოაქვეყნოს ზუსტი ინფორმაცია.
„გვსურს გამოვეხმაუროთ „რუსთავი 2“-ის და ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ ცრუ ინფორმაციას „ქართუ“ ბანკთან დაკავშირებით.
"ომეგა ჯგუფი“ „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია „ომეგა ჯგუფი“ და დახურა ტელეკომპანია „იბერია“. ბანკი „ქართუ“ აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა „ომეგა ჯგუფს“ და მისცა სოლიდური კრედიტი.
რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:
საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ“ ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/52...shvils-pasuxobsბანკი ქართუ ძაან საინტერესო განცხადება გააკეთა თურმე კომპანია რომელსაც აქვს საქართველოს ბანკტან 84 მილიონი დავალიანება რაზეც მიდის სასამართლო დავა აქვს 50 მილიონზე მეტი დავალიანება ბიუჯეტის მიმართ ამ კომპანიას რომელსაც რეალურად არცერთი ჭკუათმყოფელი არ მისცემს კრედიტს მივეცით 8 მილიონამდე ლარი რა პრობლემა არისო რა შუაშია პოლიტიკაო.....
ბიჯო ამათ მგონი ვაფშე გაუბერეს :დ