როგორც შეგპირდით, მაშ ასე
შვეიცარიის რკინიგზა - სარკინიგზო ქსელის სიგრძით ქვეყნისფართობთან შეფარდებით შვეიცარია არის მსოფლიოში პირველი სახელმწიფო ჯუჯა სახელმწიფოების შემდეგ.
ქსელი, რომლის სიგრძე შეადგენს 5317 კმ., 100% -ით ელექტროფიცირებულია გარდა ერთეული ტურისტული მარშრუტებისა.
სამგზავრო სადგურების რაოდენობა: 795
გვირაბები: 311, ჯამური სიგრძე 431 კმ.
ხიდები: 4925, ჯამური სიგრძე 108 კმ.
თანამშრომელი: 33943
გვხვდება 1435 მმ. (სტანდარტული), 1000 მმ. და 800 მმ სიგანის ლიანდაგები, მათ შორის კბილანიანი.
1898 წლამდე, რკინიგზა იყო მთლიანად კერძო კომპანიების საკუთრება, რის გამოც შენდებოდა პარალელური ხაზები და ხდებოდა კონკურენტების გაკოტრება.
1898 წლის 20 თებერვალს ქვეყანაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც მონაწილეთა 67% -მა 32%-ის წინააღმდგ მხარი დაუჭირა რკინიგზის ნაციონალიზაციას. საბოლოოდ 1902 წელს ჩამოყალიბდა სახელმწიფო კომპანია Schweizerische Bundesbahnen (SBB).
თუმცა სარკინიგზო ქსელი დღესაც არ არის ერთი კომპანიის საკუთრება, გვხვდება როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ოპერატორები, ესენია:
1435 მმ.: SBB - Swiss Federal Railways (German: Schweizerische Bundesbahnen)- ეს არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ფლობს 1435 მმ.-იანი ქსელის უმეტეს ნაწილს, ემსახურება საქალაქთაშორისო (InterCity, InterRegio), საგარეუბნო (RegioExpress, S-bahn), საერთაშორისო (EuroCity) და რამდენიმე ტურისტულ მიმართულებას.
SBB Cargo - სატვირთო ოპერატორი
BLS - Bern-Lötschberg-Simplon-Bahn -კერძო კომპანია, რომელიც ოპერირებს ძირითადად ბერნის კანტონში, სამგზავრო და სატვირთო მიმართულებებზე.
SOB – Südostbahn - კერძო კომპანია, რომელიც ოპერირებს ძირითადად ქალაქ ბაზელიდან და ციურიხიდან ქ.ლოკარნოს მიმართულებით გოთარდის ძველი უღელტეხილით(ახალზეც ვიტყვით ქვემოთ).
RegionAlps - ოპერირებს ფრანგულ ნაწილში, ქალაქ ბრიგიდან ჟენევის ტბის მიამრთულებით
1000 მმ.:
RHB - Rhätische Bahn - კერძო კომპანია. ძირითადად ოპერირებს გრისონსის კანტონში, ანუ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ურთულეს რელიეფიან რეგიონში, ჰაბი აქვს ქალაქ კურში.
MGB - Matterhorn Gotthard Bahn კერძო კომპანია. ოპერირებს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში, ცერმატის, ფურკას, ობერალპპასის და გოთარდის ურთულეს უღელტეხილებზე.
RHB-ს და MGB -ს აქვს საერთო ტურისტული მარშრუტი - გლასიერ ექსპრესი, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პანორამული მატარებელი ევროპაში. ცერმეტიდან ქალაქ დისენტისამდე მიყავს MGB-ს ლოკომოტივს და ეკიპაჟის წევრებს, ხოლო დისენტისიდან სენტ.მორისამდე -RHB-ს (შევეხებით ვრცლად).
ZB – ZentralBahn - ძირითადად ოპერირებს ქალაქ ლუცერნის და ქალაქ ინტერლაკენის შემოგარენში.
MOB- Chemins de fer Montreux-Oberland Bernois - ძირითადად ოპერირებს Montreux და ინტერლაკენის მიმართულებით, საექსკურსიო მატარებლით Golden Express. გამორჩეულია და საინტერესოა იმით, რომ ამ ხაზზე არის ნაწილობრივ 1435მმ..და ნაწილობრივ 1000 მმ. სიგანის ლიანდაგი, სოფელ ცვეისიმენში ხდება მატარებლის ურიკების გადაწყობა გაუჩერებლად, ავტომატური მექანიზმებით (ვიდეოს იხილავთ ქვემოთ).
იუნგფრაუ ჰოლდინგი - მოიცავს რამდენიმე ოპერატორს ბერნის კანტონის იუნგფრაუს რეგიონში (ბერნის ალპები):
BOB- Berner Oberland Bahn - ინტერლაკენიდან ლაუტერნბრუნენის და გრინდელვალდის მიმართულებით.
WAB Wengernalpbahn - ეს არის შთამბეჭდავი 800მმ.- იანი კბილანებიანი რკინიგზა მანლიხენის უღელტეხილზე, რომლის ზედა სადგურუდან ადის კიდევ ერთი ამჯერად 1000მ.- იანი რკინიგზა „იუნგფრაუბანი“.
Jungfraubahn - 1000 მმ.-იანი კბილანა რკინიგზაკლეინე-შიდეგიდან სადგურ „იუნგფრაუიოხ“- ის მიმართულებით, რომელიც არის ევროპაში ყველაზე მაღალი რკინიგზის სადგური, ზღვის დონიდან 3454 მ.
GornergratBahn - 1000 მმ.-იანი კბილანა რკინიგზასამთო კურორტ ცერმეტიდან მწვერვალ მატერჰორნის მიმართულებით (არაბოლომდე, ცხადია), სიმაღლითმეორეა იუნგფრაუს შემდეგ 3090მ.
PILATUS - ეს არის მსოფლიოში ყველზე მაღალი ქანობის - 48% მქონე რკინიგზა, ლუცერნის სიახლოვეს, მწვერვალ პილატუსისკენ.
არის კიდევ რამდენიმე კომპანია, თუმცა სხვები დიდ ქსელს და რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს არ წარმოადგენენ.
უცხოური ოპერატორები Deutsche Bahn - გერმანული კომპანია, ჩქაროსნული მარატებლებით ICE4,
TGV Lyria - ფრანგულ-შვეიცარიული ჰოლდინგი, TGV ევროდუპლექსის ტიპის მატარებლით ოპერირებს პარიზი -ბაზელი - ციურიხი და პარიზი - ჟენევა - ლოზანა მარშრუტებზე.
Trenitalia - იტალიური სახელმწიფო კოპპანია, ოპერირებს ციურიხიდან იტალიის მიმართულებით.
საერთაშორისო მიმართულებებზე ასევე ოპერირებს SBB, eurocity coach IV ტიპის ვაგონებით.
ახლა კი განვიხილოთ ოპერატორი კომპანიები და მათი მოძრავი შემადგენლობები. ყველას ქსელს დეტალურად ვერ გავარჩევ, მაგრამ შევეცდები, მთავრებს შევეხო.
SBB SBB არის, ასე ვთქვათ, მთავარი ბირთვი, სახელმწოფო სარკინიგზო ქსელის ოპერატორი 1435 მმ.-იან გზებზე. შეიქმნა 1902 წელს, სათავო ოფისი არის ქალაქ ბერნში.
მისი ვებ გვერდიდან შესაძლებელია ბილეთების შეძენა და განრიგების შემოწმება არამარტო SBB-ს, არამედ შვეიცარიის ნებისმიერ ქსელზე, ასევე კომბინირებულ მარშრუტებსა დასაერთაშორისო მიმართულებებზე.
ბილეთის ყიდვა შესაძლებელია 3 გზით: ვებ-საიტზე, აპარატებზე და სალაროებში.
აპარატით ყიდვის დროს ხურდას ბრუნდება. ტერმინალით გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია ანგარიშსწორება როგორც შვეიცარიულ ფრანკებში, ასევე აშშ დოლარში.
არის სამნაირი ბილეთი:
-კონკრეტული მატარებლების (გადაჯდომების ჩათვლით სხვა მატარებელში ვერ ჩაჯდებით);
- open ticket ანუ თავისუფალი a პუნქტიდან b პუნქტამდე, (ანუ შეგიძლიათ იმ მიმართულებაზე ისარგებლოთ რომელი მატარებლითაც გნებავთ);
- ფიქსირებულ დროიანი. ამ უკანასკნელ ბილეთს უნდა სპეციალურ აპარატზე ამოატვიფრინოთ დრო და იმ მომენტიდან 3 საათი მოქმედებს ყველგან. ცხადია, ამ ტიპის ბილეთს ვებ-გვერდიდან ვერ იყიდით, რადგან ფიზიკური „ამოსაშტამპი“ ქაღალდია.
ასევე მოქმედებს სხვადასხვა ტიპის აბონიმენტები, ტურისტისთვის ყველაზე პოპულარულია swisstravel pass და halffare travelcard (50%იანი ფასდაკლების ბარათი).
გაითვალისწინეთ, რომ საიტზე ნაჩვენები ფასები არის 50%- იანი ფასდაკლების ბარათისთვის, ხოლო თუ მის გარეშე ყიდულობთ, 2-ზე გაამრავლეთ.
ყველა ტიპის (sbb-ც და სხვა კომპანიებისაშიც) მატარებელში მოქმედებს ერთი წესი: თუ ვაგონის კარს აქვს ყვითელი სტიკერი, ესე იგი ის ვაგონი არის I კლასის. თუ არა, შესაბამისად II კლასის.
მარშრუტები როგორც ვთქვით,SBB-ს აქვს შემდეგი ტიპის სერვისები:
- INTER CITY – ჩერდება დიდ ქალაქებში (11 მარშრუტი);
- INTER REGIO - ჩერდება დიდ და საშუალო მნიშვნელობის სადგურებზე (9 მარშრუტი);
- REGIO EXPRESS - ჩერდება ყველგან (4 მარშრუტი);
- S-BAHN - ციურიხის ურბანი;
- EUROCITY - საერთაშორისო მიმოსვლა ევროპის ქალაქების მიმართულებით.
INTER CITY IC1 - Geneva Airport–Bern–Zürich HB–St. Gallen –
საათში ერთხელ. მატარებელი 2 ცალი გადაბმული LD.
IC2 – Zürich HB–Zug–Lugano
2 საათში ერთხელ. მატარებელი 2 ცალი გადაბმული giruno.
IC3 - Basel SBB–Zürich HB–Chur
2 საათში ერთხელ.მატარებელი LD
IC5 - Geneva Airport/Lausanne–Biel/Bienne–Zürich HB–St. Gallen
30 წუთში ერთხელ - მატარებელი ICN.
IC6 - Basel SBB–Bern–Brig
განრიგი სხვადასხვა- ევროსითის მიმოსვლის მიხედვით. არაუმეტეს 2 საათის. მატარებელი IC2000.
IC8 - Brig-Bern–Zürich HB–Romanshorn
საათში ერთხელ, მატარებელი IC2000.
IC21 - Basel SBB–Lucerne–Lugano
-განრიგი ევროსითის მიხედვით. მატარებელ იGiruno
IC51 - Basel SBB–Biel/Bienne
საათში ერთხელ. მატარებელი ICN
IC 61 - Basel SBB–Bern–Interlaken Ost
30/60 წუთში ერთხელ. მატარებელი IC2000
IC 81 - Interlaken Ost–Bern–Zürich HB–Romanshorn
2 საათში ერთხელ. მატარებელი IC2000
INTER REGIO IR13 Chur – St. Gallen – Zürich HB – St. Gallen
საათში ეთხელ, მატარებელი LD.
IR15 Lucerne – Bern – Lausanne – Geneva Airport
საათში ეთხელ, მატარებელი IC2020 (მოდერნიზებული IC2000)
IR16 Zürich HB – Brugg AG–Olten–Bern
საათში ეთხელ.
IR27 Basel SBB – Olten – Luzern
საათში ერთხელ, მატარებელი IC2020 (მოდერნიზებული IC2000)
IR36 Basel SBB –– Zürich Airport
საათში ეთხელ მატარებელი Stadlerr KISS new(IR dosto)
IR37 Basel SBB – Aarau – Zürich HB
საღამოს და დილის საათებში, მატარებელი LD
IR70 - Zürich HB – Zug – Luzern
საათში ეთხელ, მატარებელი LD.
IR75 Konstanz – Zürich HB – Zug – Lucerne
საათში ეთხელ, მატარებელი IC2020 (მოდერნიზებული IC2000)
IR90 Geneva Airport – Lausanne – Brig
საათში ეთხელ, მატარებელი IC2000 (ნაწილი ვაგონების IC2020)
REGIOEXPRESS RE48 Zürich HB – Schaffhausen
საათში ეთხელ Stadlerr KISS new (IR dosto)
RE37 Aarau - Zürich HB
საათში ერთხელ
RE33 Annemasse – Geneva – St.Maurice
ნახევარ საათში ერთხელ
RE6 – Neuchâtel - La Chaux-de-Fonds
საათში ერთხელ

გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე - მატარებლებზე.
მატარებლები
SBBსაქალათაშორისო და „ევროსითი“ გადაყვანებისთვის იყენებსშემდეგი ტიპის მატარებლებს:
EMU:
RABE 501 -იგივეGIRUNO, იგივე STADLER smile –
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
რაოდენობა - 29 ცალი;
მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ;
საოპერაციო სიჩქარე 200 კმ/სთ (დაგვიანების შემთხვევაში 230 კმ/სთ);
შემადგენლობაშია 11 სექცია;
ექპლუატაციაშია 2019 წლიდან;
მოძრაობს მარშრუტებზე: IC2 -ციურიხი ლუგანო, IC21 - ბაზელი - ლუგანო. (57 კილომეტრიანი გოტჰარდ ბეიზ ტუნელის გავლით);
სართული 1.

----
RABDe 500 - იგივე ICN
მწარმოებელი: Bombardier;
რაოდენობა - 44ცალი;
მაქსიმალური და საოპერაციო სიჩქარე 200 კმ/სთ;.
შემადგენლობაშია 7 სექცია. (როგორც წესი გადაბმულია 2 მატარებელი ანუ 14 სექცია

ექპლუატაციაშია 2000 წლიდან;
მოძრაობს მარშრუტებზე: IC5ჟენევა-ბიენი-სენტ.გალენი, IC51 - ბაზელი - ბიენი;
სართული 1.
RABe 502 - იგივე LD, იგივე BombardierTwindexx
მწარმოებელი: Bombardier;
მაქსიმალური და საოპერაციო სიჩქარე 200 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2018 წლიდან;
სართული 2;.
მოძრაობს მარშრუტებზე: IC1 -ჟენევა - ციურიხი- სენტ.გალენი, IC3 ბაზელი - კური, IR13 ციურიხი - სტ.გალენი - კური, IR70 ციურიხი - ლუცერნი, IR37 - ბაზელი - ციურიხი.
არის 3 ვერსია:
IC200 – 8 სექცია მათ შორის 1 რესტორანი (წითელი სახურავით) – 23 ცალი. მოძრაობს მხოლოდ IC1 ზე; 2 ცალი ჩაბმული (ე.ი. 16 სექცია).
IR200 – 8 სექცია (ყველა სამგზავრო) – 30 ცალი;
IR100 – 4სექცია– 9 ცალი. მოძრაობს IC3 მარშუტზე 2 ცალი ჩაბმული (8 სექცია).
RABe 503 - იგივე astoro, იგივე pendolino, იტალური ანალოგი ETR610
მწარმოებელი: ალსტომი (საფრანგეთი);
მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2009 წლიდან;
Girono-მდე მოძრაობდა გოტჰარდ ბეიზ ტუნელით ლუგანომდე, ამჟამად მოძრაობს ევროსითი (საერთაშორისო) ხაზებზე იტალიის მიმართულებით.
RABe 512 – იგივე შტადლერ kiss (new), იგივე IR-dosto.
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2023 წლიდან;
სართული 2;
მოძრაობს მარშრუტებზე:IR36 - ბაზელი - ციურიხის აეროპორტი, IR37 - ბაზელი - ციურიხი (ცენტრი)
IC2000 / IC2020 ყველაზე საყვარელი, მართალია, ცოტა ძველი, მაგრამ უგემრიელესი უკომფორტულესი მატარებელი IC2000 / IC2020;
ეს არის ელმავალ RE460 ზე ჩაბმული 2 სართულიანი ვაგონები, რომელიც LD-ს შემოსვლამდე თითქმის ყველა ინტერსითი ხაზზე გამოიყენებოდა;
ექსპლუატაციაში არის 2000 წლიდან.
RE 460 არის ერთ-ერთი ლეგენდარული, ძალიან სწრაფი ელმავალი,მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ. შტადლერის და ABB-ის პროექტი (ABB არის შვედურ-შვეიცარიული ელექტრო საქონლის უმსხვილესი მწარმოებელი).
RE 460 სულ არის დამზადებული 121 ცალი.
SBB -მ მიიღო 119 ცალი, ერთი აქედან 087 ბორტი, დაიმტვრა 2015 წლის 20 თებერვალს, ციურიხის s-bahn-ის ემუ-ს შეეჯახა და განადგურდა. 18 ცალი გადაეცა კერძო კომპანია -BLS ს და მიენიჭა ინდექსი RE465 (იყენებს სატვირთო მიმართულებებზე).
2 ცალი კი გავიდა ექსპორტზე ჰონგ-კონკში.
IC2000 ზე ერთი ბოლოდენ არის ჩაბმული ხსენებული ლოკომოტივი, ხოლო მეორე მხრიდან თვითონ ვაგონს აქვს სამართავი კაბინა. პენტოგრაფიდან დენს იღებს მხოლოდ ელმავალი, ვაგონების მიმართულებით მოძრაობისას ელმავალს არა გაქაჩვის, არამედ მიწოლის ძალით მიყავს.
ვინაიდან ძრავები არ არის ვაგონებში, არის ძალიან ჩუმი და კომფორტული მატარებელი (განსხვავებით ხმაურიანი LD სგან, რომელიც რადგან არის EMU,ძრავების ხმას „ვერ მალავს“).
როგორც ჩანს,ჩემ გარდა სხვა ფანებიც ყავს ამ მატერებელს, ამიტომ გადაწყდა მისი სრულად მოდერნიზაცია და ახალ ვაგონებს დაექვა IC2020
მოძრაობს ხაზებზე: IC6 ბრიგი - ბაზელი, IC61 ინტერლაკენი - ბაზელი, IC8 - ბრიგი რომანშორნი, IC81 ინტერლაკენი - რომანშორნი, IR15 - ჟენევა -ლუცერნი (მოდერნიზებული) IR75 -ლუცერნი - კონსტანცი (გერმანია), IR90 - ბრიგი ჟენევა (მოდერნიზებული და არამოდერნიზებული ვაგონების კომბინაცია).
მიუხედავად იმისა, რომ ვიჯექი პანორამულ და ბევრად გაპიარებულ მატარებლებში, ყველაზე მეტადIC2000-ით მგზავრობით ვისიამოვნე.
(ექსტერიერის განსხვავება იხილეთ ფოტოეზე. შუა სამი ვაგონი არაა მოდერნიზებული)

IC2000 მეორე ბოლოდენ, ანუ ელმავლის მხრიდან

შემდეგი ტიპი არის სტანდარტ coach IV.
ესეც არის RE460-ზე ჩაბმული 1 სართულიანი ვაგონები ბოლო ვაგონის ბოლოში სამართავი კაბინით.
ასევე გამოიყენება ევროსითი ტიპის ხაზებზე გერმანიის მიმართულებით.
მარშუტს IC4 - ციურიხი - შაფჰაუზენი-შტუტგარტის მიმართულებას უძღვება არა RE460, არამედ RE420 ელმავალი. ამ მარშრუტის გერმანულ ნაწილს ეწოდება IC27 (სავარაუდო, დასახელებების თანხვედრის გამო).
RE420 არის ძველი, მაგრამ ყველაზე დიდი ტირაჟით გამოშვებული ელმავალი შვეიცარიაში, 71 ცალი ყავს sbb-ს (სამგზავროს) აქედან 30 მოდერნიზებულია.
გარდა IC4/27-ს RE420 კიდევ გამოიყენება gotthard panoramic express ის სამართავად.
ეს არის საექსკურსიო მატარებელი ძველი გოთარდის უღელტეხილით და გვირაბით (არ აგერიოთ „გოთარდ ბეიზ ტუნელში“).
gotthard panoramic express არის ტური ლუცერნიდან ლუგანოში, სადაც ლუცერნი-არტ გოლდუს მიმართულებით ტურისტები გადაჰყავს ტბაზე მცურავ სამდინრო ტრანსპორტს, ხოლო არტ გოლდუდან ლუგანომდე - მატარებელს.
აღსანიშნავია რომ ამ მატარებელში შესაძლებელია ელმავალში (მემანქანის გვერდით) ბილეთის ყიდვაც, 760 ფრანკიდან იწყება ასეთი ბილეთის ფასი.
ფოტო: ელმავალი RE 420 და გოთარდ პანორამა ექსპრესის ვაგონები

გარდა Intercity / InterRegio და ევროსითი ტიპისა, SBB ემსახურება zurich S-bahn-ს და ზოგიერთ რეგიოექსპრესს შემდეგი ტიპის მატარებლებით:
RABe 511 (stadler KISS), RABDe 514 (siemens dtz), RABDe 560.2 (domino), RABe520 (stadler GTW), RABe 523 (stadler Flirt) და DPZ.
აქედან მხოლოდ DPZ –ზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
ეს არის ცალკაბინიან ელმავალ RE450 ზე ჩაბმული 2 სართულიანი ვაგონები, გამოიყენება ციურიხის ს-ბანზე. დაზადებულია 113 ცალი. 1989 წლიდან არის სერვისში.
ლიანდაგის გეომეტრიის მზომი ვაგონი უამრავ ტექნიკურ ვაგონთან და შემადგენლობასთან ერთად SBB-ს საკუთრებაშია 1 ცალი იტალიური კომპანია მერმეკის შექმნილი ROGER 1000 ტიპის თვითმავალი ვაგონი. ინსპექტირების სიჩქარე თვითსვლის დროს 160 კმ/სთ-ია, ჩაბმული სხვა ლოკომოტივზე - 200 კმ/სთ.
აღჭურვილია 2 სამართავი კაბინით, ინსპექტირების სივრცით, შეხვედრების ოთახით, ტუალეტით და სამზარეულოთი.

----
ცოტა რამ ელმავლების შესახებ ყველა ნახსენები ელმავალი (RE420, RE450, RE460, RE465) არის 4 ღერძიანი.
შვეიცარიაში კიდევ შეგხვდებათ RE620 - ექვსღერძიანი ელმავალი, რომელიც გამოიყენება სატვირთო გადაზიდებისთვის, წარმოება დაიწყო 1972 წელს.
SBB cargo -ს ელმავლები:
RE620 – 63 ც;
RE420 – 114ც;
RE484 bombardier TRAXX- 21ც.
BLS BLS AG არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სარკინიგზო კომპანია შვეიცარიაში. ფლობს7 სარკინიგზო ხაზს, ძირითადად ბერნის კანტონში, მათ შორის „ლოჩბერგის ხაზს“ (უღელტეხილი);
ოპერირებს 3 ინტერ-რეგიო მარშრუტზე (IR17, IR65, IR66), 6 რეგიოექსპრესზე, ბერნის და ლუცერნის S-bahn ზე და პანორამულ Golden pass express-ზე. ასევე სატვირთო გადაზიდვებზე. მისი მატარებლების შეფერილობა არის ყველასგან განსხვავებული ფოსფორისფერი.
მატარებლები
RABe 515– იიგივე Flirt,3.
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
რაოდენობა 39;
მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2012 წლიდან.
RABe 528 – იგივე Mika,იგივე Flirt 4.
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
რაოდენობა 58;
მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2021 წლიდან.

RABe 525
რაოდენობა 36;
მაქსიმალური სიჩქარე 140 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 1999 წლიდან.
RABe 535,იგივე ლოჩბერგერი
რაოდენობა 25;
მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2008 წლიდან.
Golden pass express არის კომპანია MOB-ის და BLS -ის პანორამული ტურისტული მატარებელი ქ. ინტერკალეკიდან ქ.მონტრეს მიმართულებით. ინტერლაკენიდან სოფელ ცვეისიმენამდე არის 1435მმ.- იანი ლიანდაგი, შემდეგ კი 1000მმ. -იანი. ცვეისიმენში ხდება მატარებლის ურიკების გადაწყობა გაუჩერებლად. მარშრუტი გადის მთიან რეგიონს, მაქსიმალური ალტიტუდა არის 1275 მ., გზის სიგრძე -75 კმ. გაიხნა 1912 წელს. მარშრუტის ხანგრძლივობაა 3 საათი და 15 წუთი.
ვიდეო - ურიკების გადაწყობა გოლდენპას ექსპრეზემატარებლები
ABe4/12
რაოდენობა 4;
ექპლუატაციაშია 1976 წლიდან, სრულად განახლებულია 2004 წელს;
Abe 8/8
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
რაოდენობა 4;
მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ.
ექპლუატაციაშია 1916 წლიდან.
SOB - Südostbahnკომპანია დაარსდა 2001 წელს, ფლობს რამდენიმე 1435 მმ.-იან ხაზს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სათავო ოფისია ქალაქ სენტ გალენში. ოპერირებს 3 ინტერ რეგიო მარშრუტზე:
IR35 - ბერნი - სტ.გალენი (მატარებელი: ორი ცალი გადაბმული stadler flirt 4);
IR26 – ბაზელი - ლოკარნო (გოთარდის ძველი გვირაბით) (მატარებელი:stadler flirt 4);
IR46 – ციურიხი - ლოკარნო (გოთარდის ძველი გვირაბით) (მატარებელი:stadler flirt 4).
ასევე ტურისტული მარშრუტზე „ვორალპენ ექსპრესი“, არტ-გონდუდან სენტ გალენამდე.
მატარებლები
RABe 526,იგივე „ტრავერსო“.
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
სექციების რაოდენობა 5;
რაოდენობა 34 (10 ვერცხლისფერი და 24 ყავისფერი);
მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2019 წლიდან.

RABe 526– stadlerflirt
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
სექციების რაოდენობა 4;
რაოდენობა 23;
მაქსიმალური სიჩქარე 160 კმ/სთ.
ექპლუატაციაშია 2007 წლიდან.
Rhätische Bahn (ინგლ. rhaetian Railway). რეტის რკინიგზა არის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
ეს არის გრაუბიუნდენის კანტონის მთებში გამავალი 1000მმ.-იანი არაკბილანიანი ქსელი.
მთავარი ჰაბი არის ქ. კური, რომელიც უკავშირდება სამთო კურორტებს: სენტ-მორისი, დისენტისი, აროსა, დავოსი, სქიული და სხვა. ასევე უკავშირდება იტალიის ქალაქ ტირანოს.
სენტ მორისი არის ერთ-ერთი „ლაქშერი“ მთის კურორტი შვეიცარიაში.
აქ ჩატარდა მე-2 ზამთრის ოლიმპიური თამაშები 1928 წელს.
ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ საშოპინგო ადგილად შვეიცარიაში.
კომპანია, გარდა რეგიონული ექსპრესებისა, გთავაზობთ 2 ტურისტურ-პანორამულ მატარებელს: გლასიერ ექსპრესი (MGB-სთან ერთად) და ბერნინა ექსპრესი (იტალიის ქ. ტირანომდე).
რეგიონში არის უამრავი სპირალური თუ სხვა ტიპის გვირაბი, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ორი: ალბულა 5.8 კმ. და ვერეინა 19 კმ.
ალბულას ხაზი და გვირაბი გაიხსნა 1903 წელს. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან ალბულას ხაზზე არის 1820მ. გზას იყენებს ორივე პანორამული მატარებელი, ბერნინა და გლასიერი.
ფოტო: ალბულას ხაზი და მატარებელი copricorn

ვერეინას გვირაბი გაიხსნა 1999 წელს. მისი სიგრძე არის 19 კმ., ცალლიანდაგიანი. მშენებლობა დაჯდა 670 მილიონი შვეიცარიული ფრანკი. მართალია, ცნობილი ტურისტული მატარებლები ამ გზით არ დადიან, მაგრამ ყველას გირჩევთ, თუ სენტ მორისში ახვალთ,ადით ვერეინას გზით და დაბრუნდით ალბულათი (გნებავთ პირიქით), რადგან ვერეინას გვირაბის შემდეგ იშლება ულამაზესი ხეობები.
ცაკლე აღნიშვნის ღირსია ულამაზესი „კური - აროსას“ რკინიგზა. მაქსიმალური სიმაღლე 1739 მ., ქანობი 6%. გზად არის ათობით გვირაბი და ხიდი. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია langwieser viaduct. მდინარე Plessur-ზე, ხიდი აშენებულია 1914 წელს. სიმაღლე 62 მ.
„კური აროსას“ მატარებელი ქალაქ კურში მოძრაობს ჩვეულებრივ ქუჩებში, ავტომობილებთან ერთად, როგორც ტრამვაი. მატარებელი არის alegra ჩამატებული 2 რეტრო ვაგონით.
ფოტო: კური - აროსას მატარებელი შტადლერ allegra ხიდზე langwieser viaduct

მატარებლები:
Abe 8/12 Allegra .
მწარმოებელი: შტადლერი (Flirt) (შვეიცარია);
3 სექცია;
რაოდენობა 15 ც.;
მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2010 წლიდან.
Abe 4/16 Allegra
მწარმოებელი: შტადლერი (Flirt) (შვეიცარია);
4 სექცია;
რაოდენობა 5 ც.;
მაქსიმალური სიჩქარე 100 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2012 წლიდან.
Abe 4/16 Capricorn.
მწარმოებელი: შტადლერი (Flirt) (შვეიცარია);
4 სექცია;
რაოდენობა 62 ც;
მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ;
ექპლუატაციაშია 2012 წლიდან.
ელმავლები:
Ge 4/4 I – 1947 წ. რაოდენობა 1 ც. 80 კმ/სთ;
Ge 4/4II – 1973 წ. რაოდენობა 17ც. (იყენებს გლასიერ ექსპრესიც) 90 კმ/სთ;
Ge 4/4III – 1973 წ. რაოდენობა 12ც. (იყენებს ბერნინაც და გლასიერ ექსპრესიც) 100 კმ/სთ.
გლასიერის და ბერნინას ვაგონებს ელმავლის გარეშეც Capricorn ან Allegraზე ჩაბმულსაც ნახავთ.
მარშუტებს ცალკე აღარ ჩამოვწერ, იხილეთ სქემაზე:
Bernina express „ბერნინა ლაინი“ გაიხსნა 1908 წელს. ის აკავშირებს შვეიცარიის კურორტ „სენტ მორისს“ იტალიის ქალაქ „ტირანოსთან“. არის ყველაზე მაღალი სარკინიგზო კვეთა სახელმწიფოებს შორის ევროპაში. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2253 მ., ქანობი 7%. სიგრძე შეადგენს 60.7 კმ.-ს, სადგურების რაოდენობა 22. ოპერატორი გახლავთ RHB.
პანორამული ექსპრესის მარშრუტი იწყება ქალაქ კურიდან და ალბულას უღელტეხილის გავლით უკავშირდება „ბერნინა ლაინს“.
პანორამული ვაგონები ჩაბმულია ელმავალ ge 4/4 III ან “allegra”-ტიპის emu-ზე.
მგზავრობის ხანგრძლივობა არის 4 საათი.
გაივლის Brusio spiral viaduct -ს, 110 მ სიგრძის სპირალურ ხიდს, რომელიც აშენდა 1908 წელს.
ფოტო: ბერნინა ექსპრესი Brusio spiral viaduct -ზე
Glacier express ეს არის ყველაზე ცნობილი პანორამული მატარებელი შვეიცარიაში. ის კვეთს ფაქტიურად სრულად ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ვალაისის კანტონიდან გრაუბიუნდენის კანტონამდე.
გაივლის ბევრ ცნობილ სამთო-სათხილამურო კურორტსა და მაღალ უღელტეხილს.
სრული ტურის ხანგრძლივობაა 7 საათი და 45 წუთი. 1 ვაგონი არის მთლიანად რესტორანი.
ძვირი სიამოვნებაა ნამდვილად, სენტ მორისიდან ბრიგამდე მგზავრობა ღირს 119 ფრანკი, ადგილის არჩევა - 49 ფრანკი, ლანჩი (1 ულუფა) - 42 ფრანკი. ბილეთების ყიდვა ტურისტულ სეზონებზე საჭიროა რამდენიმე დღით ან კვირით ადრე.
მატარებელი ამოქმედდა 1926 წელს, თავდაპირველად აკავშირებდა ქალაქ ბრიგს და ქალაქ კურს. კვეთდა “ფურკას” (2429მ) და “ობერალპპასის” (2044 მ) უღელტეხილებს.
1930 წელს გაიხსნა მწვერვალ მატერჰორნთან მდებარე კურორტ ცერმატის და ქ. ვისპის დამაკავშირებელი 1000 მმ.-იანი რკინიგზა და შეუერთდა აღნიშნულ მარშრუტს.
1982 წლამდე მატარებელი მოძრაობდა მხოლოდ ზაფხულის სეზონზე, რადგან “ფურკა” და “ობერალპპასი” სხვა სეზონებზე თოვლით იყო დაფარული. 1982 წელს გაიხსნა გვირაბი „ფურკა ბეიზ ტუნელი”, 1564 მ. სიმაღლეზე ზღვის დონიდან, შესაბამისად ფურკას უღელტეხილზე ასვლა აღარ იყო საჭირო და შესაძლებელი გახდა ზამთარში ფუნქციონირებაც.
ფურკას ძველ უღალტეხილზე ამჟამად მოძრაობს ორთქმავლიანი საექსკურსიო ვაგონები, ეს არის ყველაზე გრძელი (18კმ.) არაელექტროფიცირებული ხაზი შვეიცარიაში.
ფოტო: Furka steam railway

1943 – 1946 წლებში გლასიერ ექსპრესი არ ფუნქციონირებდა მეორე მსოფლიო ომის გამო.
ამჟამად გლასიერ ექსპრესი არის ორი კომპანიის: Rhätische Bahn -ის და Matterhorn Gotthard Bahn-ის ერთობლივი პროექტი.
სტ.მორისი - კური -დისენტისიან დავოსი - კური - დისენტისის მონაკვეთზე მიყავს RHB-ს ელმავალს Ge 4/4 IIან ჩაბმულია სტ.მორისი კურის „ალეგრაზე“ ალბულას უღელტეხილის გავლით. აქ არის ათობით სპირალური გვირაბი (კლდეში შედის, წრეს არტყამს და გამოდის სხვა სიმაღლეზე) და ცნობილიხიდი Landwasser Viaduct.
ფოტო: გლასიერ ექსპრესი RHB-ის ელმავალ ge 4/4 II ით Landwasser Viaduct-ზე

დისენტისიდან კი გადაიბარებს კომპანია „მატერჰორნ გოთარდ რეილვეი“ ელმავლით Hge 4/4.იცვლება მომსახურე ეკიპაჟის წევრებიც.
დისენტისიდან იწყება უღელტეხილი „ობერალპპასი“. მაქს სიმაღლე 2044 მ.
ეს უკვე არის კბილანებიანი რკინიგზა 11% -იანი ქანობით, შესაბამიდან ელმავალიცHge 4/4 არის ორმაგი ტექნოლოგიის (კბილანებიანი და ჩვეულებრივი). გრძელი გვირაბები არ არის, პიკზე გადის 4-სეზონიან დათოვლილ ზონას. უღელტეხილის გადავლის შემდეგ ჩადის კურურტ ანდერმატში. შემდეგ იწყება ფურკას უღელტეხილი, თუმცა მისი გადავლა აღარ ხდება და 15 კილომეტრიანი „ფურკა ბეიზ ტუნელით“აგრძელებს გზას.
ფოტო გლასიერ ექსპრესი MBG-ს ელმავალ Hge 4/4 ით

შემდეგ არის ძალიან ლამაზი ხეობები და ჩავდივართ ქ. ბრიგში. აქ უკვე შესაძლებელია გადაჯდომა SBB-ს (1435მმ.) მატარებლებზე, ასევე ბრიგი არის იტალიასთან მოსაზღვრე კვანძი და Simplon Tunnel - ის წყალობით შესაძლებელია მოხვედრა იტალიაში, ქალაქ Domodossola -ს მიმართლებით, „ეუროსითის“ მატარებლებით.
ბრიგიდან ქ. ვისპამდე 1000მმ.- იანი რკინიგზა პარალელურად მიუყვება სტანდარტული სიგანის რკინიგზას, ხოლო ვისპი - ცერმეტი კი არის1000მმ.-იანი კბილანებიანი რკინიგზა.
გლასიერი ცერმატში ამთავრებს მარშრუტს, თუმცა რკინიგზის მოყვარულებისთვის ეს ბოლო პუნქტი არაა, აქედან იწყება “გორნერგრატის“ რკინიგზა.
GornergratBahn (GGB) გორნერგრატის რკინიგზა გახლავთ ალტიტუდით მეორე შვეიცარიაში, ეს არის 9.3 კმ. კბილანა რკინიგზა მწვერვალ მატერჰორნის სიახლოვეს, რომელიც იწყება ულამაზეს კურორტ „ცერმატიდან“. ქანობი არის 20%, მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი - 3090მ.
გაიხსნა 1898 წელს. თავდაპირველად ფუნქციონირებდა მხოლოდ ზაფხულში.
1912 წლამდე ითვლებოდა ევროპის ყველაზე მაღალ რკინიგზად, სანამ ამოქმედდებოდა „იუნგფრაუს“ რკინიგზა ბერნის კანტონში.
გზა გაივლის ცნობილ ხიდსFindelbach viaduct
მატარებლები:
Polaris Bhe 4/6
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
2 სექცია. (დადის გადაბმული 2 მატარებელი, ანუ 4 სექცია);
რაოდენობა 5 ც.
მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ.;
ექპლუატაციაშია 2022 წლიდან;
ფოტო: პოლარისი და მწვერვალი მატერჰორნი

Bhe 4/6 (2006 წლის მოდელი)
მწარმოებელი: შტადლერი (შვეიცარია);
2 სექცია (დადის გადაბმული 2 მატარებელი, ანუ 4 სექცია);javascript:closeall();
რაოდენობა 4 ც.;
მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ.;
ექპლუატაციაშია 2006 წლიდან.
ფოტო: Findelbach viaduct
This post has been edited by Kublicha on 18 Jul 2024, 02:49