ჯიოტიშა - ვედური ცოდნა ასტროლოგიურ და ასტრონომიულ სფეროში. ჯიოტიშა ასევე დაკავშირებულია სტხაპატია-ვედასთან, იგივე ვასტუ-შასტრასთან(ვედური არქიტექტურა) და აიურვედასთან(ვედური მედიცინა).
ჯიოტიშას ფუძემდებლური ცნებებია: 9 გრაჰა(პლანეტა), 12 რაში(ნიშანი) და 12 ბჰავა(სახლი).
ერთი შეხედვით, თითქოს არ არის განსხვავება დასავლურ ასტროლოგიასა და დიოტიშას შორის, მაგრამ სინამდვილეში სხვაობა არსებითია: ჯიოტიშა არ იყენებს ტრანსსატურნულ პლანეტებს(ურანი, ნეპტუნი, პლუტონი), რადგან ისინი ძალიან ნელა მოძრაობენ და ამიტომ მათი გავლენა ადამიანზე და სხვა ყველაფერზე უმნიშვნელოა; ჯიოტიშა სურიის(მზე), ჩანდრას(მთვარე) და ხუთი ახლო პლანეტის გარდა იყენებს მთვარის კვანძებს - რაჰუს და კეტუს - მათემატიკურ წერტილებს(არამატერიალური გრაჰები), რომლებიც იმყოფება ეკლიპტიკის სიბრტყისა და მთვარის ბრუნვის სიბრტყის კვეთაზე. შვიდ გრაჰას აქვს თავისი ანალოგები დასავლურ ასტროლოგიაში(მანგალა - მარსი, ბუდდჰა - მერკური და სხვ.), მაგრამ ინდუისტები უპირატესობას ანიჭებენ თავიანთ დასახელებებს და ეს მათთვის მნიშვნელოვანია, რადგან სანსკრიტი არის ენა, რომელშიც სიტყვას გააჩნია არა მხოლოდ მნიშვნელობა, არამედ ობიექტის ფორმა.
რაში არის იგივე ზოდიაქოს ნიშანი, ანუ ეკლიპტიკის 1/12. აქედან გამომდინარე, რაში შეადგენს 360/12 = 30 გრადუსს. ჯიოტიშა იყენებს სიდერულ(ვარსკვლავურ), ანუ უძრავ ზოდიაქოს, რომელშიც ათვლის საწყისად მიჩნეულია ეკლიპტიკის განსაზღვრული ვარსკვლავი. დასავლური ასტროლოგია იყენებს ტროპიულ, ანუ მოძრავ ზოდიაქოს, რომელშიც ათვლის საწყისად მიჩნეულია გაზაფხულის დღეღამესწორობის წერტილი. ეს იძლევა დიდ სხვაობას 23 გრადუსით. მაგალითად, დასავლური ასტროლოგია თვლის, რომ მზე შედის ლომის ნიშანში 23 ივლისს, ხოლო ჯიოტიშას თანახმად სურია(მზე) შედის სიმჰას რაშიში(ლომის ნიშანში) 15 აგვისტოს. ეს ოცდასამდღიანი სხვაობა არის შედეგი სიდერულ და ტროპიულ ზოდიაქოებს შორის განსხვავებისა. ეს და სხვა მიზეზები შეუძლებელს ხდის, რომ ერთობლივად იქნეს გამოყენებული ჯიოტიშა და დასავლური ასტროლოგია. ანუ ვერ მოხდება დასავლური დაბადების რუკის ინტერპრეტაცია ჯიოტიშას პრინციპებით და პირუკუ.
ბჰავა ითარგმნება როგორც "სახლი". ბჰავა, ისევე როგორც რაში ტოლია 30 გრადუსის. პირველი ბჰავა ყველაზე მნიშვნელოვანი ბჰავაა, მას ეწოდება ასევე ლაგნა(დასავლური ასტროლოგიით - ასდენტენტი)
გრაჰები (პლანეტები)
სურია(მზე) "მე", ეგო
ჩანდრა(მთვარე) გონება, ემოციები
მანგალა(მარსი) ძალა, ენერგია
ბუდდჰა(მერკური) ინტელექტი, მეტყველება
გურუ(იუპიტერი) ცოდნა, სიმდიდრე
შუკრა(ვენერა) სილამაზე, სიყვარული
შანი(სატურნი) წინააღმდეგობები, სევდა
რაჰუ(ჩრდილოეთის კვანძი) ვნება, მიჯაჭვულობა
კეტუ(სამხრეთის კვანძი) მკურნალობა, გასხივოსნება
რაშები(სიდერიული ზოდიაქოს ნიშნები)
რაში ნიშანი-ანალოგი(გადაწეული 23ით)
მეშა - ვერძი
ვრიშაბჰა - კურო
მიტხუნა - ტყუპი
კარკა - კირჩხიბი
სიმჰა - ლომი
კანია - ქალწული
ტულა - სასწორი
ვრიჩშიკა - მორიელი
დჰანუ - მშვილდოსანი
მაკარა - თხის რქა
კუმბჰა - მერწყული
მინა - თევზები
ბჰავა(სახლები)
I ბჰავა(ლაგნა) - სხეული, "მე", ხასიათი
II ბჰავა(დჰანა) - სიმდიდრე, ოჯახი, მეტყველება, საკვები
III ბჰავა(საჰაჯა) - ძმა, მცდელობები, სიმამაცე
IV ბჰავა(ბანდჰუ) - ნათესავები, ემოციები, გონება, ბედნიერება
V ბჰავა(პუტრა) - შვილი, ინტელექტი, განათლება
VI ბჰავა(არი) - მტერი, წინააღმდეგობები, სნეულებები
VII ბჰავა(იუვატი) - ცოლი, პარტნიორი, ბიზნესი, პუბლიკა
VIII ბჰავა(რანდჰრა) - სუსტი ადგილი, სიცოცხლის ხანგრძლივობა, გარდასახვები
IX ბჰავა(დჰარმა) - დანიშნულება, ვალი, წარმატება, სიქველე
X ბჰავა(კარმა) - მოქმედება, პროფესია, ცნობადობა
XI ბჰავა(ლაბჰა) - შეძენა, შემოსავალი, სურვილების შესრულება
XII ბჰავა(ვიაია) - დანაკარგი, გასავალი, გასხვივოსნება
აქ შესაძლებელია პირადი რუკის შედგენა
http://lagna.ru/goroskop.php