მთავრობის დადგენილებით, ქვეყნიდან 140 კილოგრამამდე, მოზარდი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი აიკრძალა - პოლიტიკური გაერთიანება გირჩის შეფასებით, ამგვარი აკრძალვის დაწესება ერთდროულად აბსურდული და არაკონსტიტციურია.
"საქმე აქ არა ბოჩოლაში, არამედ საკუთრების შინაარსის გაგებაშია. როგორც პირველ საქმეზე ვცადეთ აგვეხსნა, რომ ჩემი სხეული მე მეკუთვნის, ასევე უნდა ავხსნათ, რომ ადამიანის შრომის შედეგად შექმნილი პროდუქტი მას ეკუთვნის,"- ტელეკომპანია მესამეს ეთერში თქვა იაგო ხვიჩიამ.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებით, 140 კილოგრამამდე ბოჩოლების ექსპორტი ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც ამ დროს საქართველო კარგავს შესაძლებლობას აწარმოოს დამატებითი ღირებულება.
როგორც bm.ge-თან საუბრისას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, აკრძალვის მიზანი ისაა, რომ ქვეყანაში მსხვილფეხა საქონლის ზრდის შედეგად, მეტი დამატებული ღირებულება შეიქმნას.
მინისტრის მოადგილის თქმით, ბოლო წლებში პირუტყვის ექსპორტზე გაყვანა გააქტიურდა, თუმცა ქვეყნიდან ძირითადად 70-80 კილოგრამის წინის პირუტყვი გადიოდა.
,,მთლიანი დამატებული ღირებულება, რაც უნდა მოიტანოს საქონლის გაზრდამ, მიდიოდა სხვა ქვეყნებში. ამიტომ, იმისთვის რომ ფერმერებმა და საქართველოს ეკონომიკამ ისარგებლოს, დადგინდა ის ზღვრული წონა, რომელიც საშალებას იძლევა აქ გაიზარდოს საქონელი. ესა ის ოპტიმალური ზღვარია, რომელიც იცავს, როგორც -მწარმოებლის, ისე ექსპორტიორის ინტერესს, მაგრამ გათვალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებიც, რათა მეტი დამატებული ღირებულება დარჩეს ჩვენს ეკონომიკაში“, - განაცხადა ხანიშვილმა.
მისი თქმით, პირუტყვის ექსპორტის ზრდა დადებითი მოვლენაა, მაგრამ ის წამგებიანი არ უნდა იყოს ქვეყნისთვის.
http://www.bm.ge/ka/article/quotbocholebis...oamzadebs/28877