
საერთო სასამართლოების პირველ ინსტანციაში 2018 წელს 14 840 საქმე შევიდა. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველ ინსტანციაში განაჩენი სისხლის სამართლის 14 521 საქმეზე დადგა.
გასული წლის განმავლობაში, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, საპროცესო გარიგება 9573 საქმეზე შედგა.
ამ სტატისტიკით, 2018 წლის განმავლობაში, პირველი ინსტანციის სასამართლოებში განხილული საქმეების შედეგად, მსჯავრდებულია 14 101 პირი. მათ შორის თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 3 412 პირს, პირობითი მსჯავრი დაედო 7 012 ადამიანს, დაჯარიმდა 2 782, ხოლო საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა დაეკისრა 856 ბრალდებულს.
https://imedinews.ge/ge/dzalovnebi/95905/sh...damians-miesaja This post has been edited by აბლაბუდა1935 on 8 Feb 2019, 18:52