მცირე დოზით საზოგადოებას ეხება :დ პოლიტიკასაც :დ
მოკლედ ჩვეულებრივი მოკვდავი ადამაინების ჩვეულებრივი სიკვდილზე არის საუბარი.
ორეგონში მიიღეს კანონი, რომელიც ნებას რთავს ადამიანს საკუთარუ სურვილის და ფიზიოთერაპევტის დახმარებით გამოესალმოს სიცოცხლეს.
ვუყურე თავიდან ბოლომდე.
პირველი მოხუცი მადლობას უხდის სახელმწიფოს ამ შანსისთვის და თვლის რომ ბედნიერებისკენ მიდის.
არის 86 წლის მოხუცი, რომელმაც ნახა დედ-მამას ინსულტმა რაც გაუკეთა და ეშინია იგივე მასაც არ დაემართოს. უფრსწორად არ უნდა მასაც იგივე დაემართოს. მაგ შემთხვევისთვის შეიძინა წამალი.
არის 81 წლის მოხუცი, რომელსაც ასევე გაქცევა უნდა ამ სამყაროდან.
არის მოხუცი ცოლ-ქმარი. ქმარს ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი დაუდგინეს. 6 თვის სიცოცხლე დარჩა. არ უნდა უუნარო მოკვდეს და ბოლომდე დაეცეს. სანამ მოძრაობის თავი მაქვს ვიცოცხლებ და მერე წავალო.
არის ბებერი ოღრაში მომღერალი

ყელის სიმსივნე 20 წლის წინ დაამარცხა და ახლა უკან დაუბრუნდა. თუ ამოაჭრიან გადარჩება, მაგრამ ხმას დაკარგავს. ეს არ უნდა

ხმა ჩემი სიცოცხლე არის და არ დავთმობო.
არის კოვბოის, რომელსაც კიბოს მკურნალობაზე უარი უთხრეს და წამალი შეაჩეჩეს ხელში. ატეხა ერთი ამბავი: მკურნალობა ძვირი ჯდება და თავის მოსაკლავად მომცეს წამალიო. გაჭრა: გადაცემის მერე მკურნალობა დაუნიშნეს.
და ბოლოს: არის 54 წლის ქალი. ორი შვილის დედა , რომელსაც ღვიძლის კიბო დაუდგინეს. შანსი არ აქვს გადარჩენის. ეშინია,მაგრამ ბოლოს დალევს წამალს ((((((( ქმარი: ჩვეულებრივი კაცი, მიჭყლეტილი ცხვირით და ზღარბი თმებით. მთელი ოჯახის ისტორია დასამარდა.
აბსოლუტურად ჩვეულებრივი ხალხია, ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემებით, ჩვეულებრივად ყათ ცუდი უფროსები, უწევთ წვერის გაპარსვა, ბახუსის დროს კვდებიან და ლოგინიდან ვერ დგებიან

გადასახადებს იხდიან და მთავრობას აგინებენ.
უბრალოდ ცდილობენ პოზიტიურად შეხედონ ცხოვრებას. რაც ყველაზე უცნაურია: არც ერთი მათგანი არ წუწუნებს.
რაც მომეწონა ფილმში: არის არჩევანის უფლება. ნეტა ყველას ქონდეს შანსი როგორც სურს ისე მიდიოდეს სხვა სამუაროში.
რას ფიქრობთ საკუთარი სურვილით სიკვდილზე? ევთანაზიაზე ზოგადად?
საკუთრივ ფილმი:
https://www.imovies.cc/movies/13325/How-to-Die-in-Oregon
Smile man . . . God loves you . . . .
Don't want to die? Don't be born . . .
If u are walkin' through hell . . . Keep walkin' . . .
"De Woch fangt scho guat o "