გიორგი3008კა ვრცლად დაგიწერია, კი წავიკიკითხე შენი პოსტი ბოლომდე.... ეს ალგორითმი X16R ახალია შესაბამისად შეიძლება არ არის სტაბილური, გადავხედე მეც ინტერნეტ სივრცეს, დაწყებული რუსული ფორუმიდან დამთავრებული კრუგზე მსოფლიო მაშტაბით, ყველა ერთი და იგივეს წერს და ამბობს არასტაბილურია ძაან თამაშობსო... თუმცა დროის მონაკვეთში საშუალოდ 1080ტი 33 ჰეშს იკავებს.....
რათქმაუნდა თვიურად ვერ იანგარიშებ ხან იმატებს ხან იკლებს ფასი, მთავარია დააგროვო და დაელოდო კურსის აწევას, თუ დაარტყა როგორც სამწელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე აი მაშინ ნახავ მოგებას, უბრალოდ ნებისყოფა უნდა და არ უნდა დახარბდე ყოველდღიურ ან ყოველთვიურ გროშებს....
გარდა ამისა მე არანაირად ვაპირებ ამ ერთი კარტით რამე მოგების ნახვას, ერთ კარტაზე მაინინგი არის სისულელე...
ეხლა დათვალე მაქსიმუმ ერთ დედაპლატაზე ჩართავ 8 ვიდეოს, ანალოგიური ვიდეო კარტა 1080ტი-ს ვგულისხმობ 8 ცალზე გამოდის დაახლოებით 250 ჰეში... ნუ ეხლა დენს კარგად ჭამს თუმცა შემოსავალიც აქვს...
მიახლოებით გამოვთვალე და ამ მომენტისთვის არის 270$ შემოსავალი თვიური ... დენის ხარჯი არის 145$ გრჩება 125$ ხელზე.... სულ არარაობას კი ჯობია მაგრამ 8 ცალი 1080ტი თავისივე სისტემით შეიძლება დაარტყას 6K$-ს.... ამოღება ექნება თავისუფლად თუ რათქმაუნდა კურის წავა ზევით და მოხსნი შესაბამის მომენტში....მე ვიანგარიშე მოგება თვეში 125$... მაგრამ შეიძლება ექვს თვეში ისე ავიდეს ეს კურსი ეს ერთიანად მოხსნა გაცილებით მეტი ვიდრე ექვსჯერ 125 იქნება ან თუნდა ექვსჯერ 200$ იყოს...
ასევე რა მოხდა გასულ წელს?.... იხეირა იმან ვინმაც მოასწრო გადამოტანა, ზოგი დახარბდა და ეგონა უფრო წინ წავიდოდა.... ბირჟებს უნდა ჩაუჯდე, გინდა 24 საათიანი მონიტორინგი, უნდა იყო ყურადღებით და თვალი ადევნო მსოფლიო კლიპტო მიმოქცევის სფეროს,..... ზოგს ასე ჰგონია ადვილი საქმეა, ააწყო მაინინგი ჩართო და ჰაი იბეჭდება ფულიო,....

ის კი არ იციან მსგავს საქმეს როცა ხელს კიდებ ...24 საათი ბირჟებს უნდა უსადკავო და ინფორმაციებს და აწევ დაწევას თვალი უნდა ადევნო....
კიდე იქნება კლიპტო ბუმი, მაგრამ როდის არავინმა იცის, იციან მხოლოდ დიდმა ბანკებმა, მათ უფრო აწყობთ დეცენტრალიზებული ფარული გადარიცხვები და როდის დადებენ დიდ ფსონს რომელიმე კლიპტო ვალუტაზე ეგ რომ მე ვიცოდე რაღა მიჭირს....
This post has been edited by Amper on 13 Apr 2019, 00:36