iviko18
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 20607
წევრი No.: 56617
რეგისტრ.: 24-March 08
|
#54539545 · 20 Apr 2019, 16:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ზუგდიდის ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლების ინფორმაციით,10 ბავშვი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანა, მთელი დღის განმავლობაში ტიროდნენ.
„ტირილი ისმოდა, თითქოს ვიღაც სცემდა. მივხვდი, რომ ერთი ბავშვის ტირილს არ ჰგავდა. როცა გამოვედი და ვიკითხე თქვეს, ვიღაცასთან ქირით არიანო“, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მეორე მეზობელი აცხადებს, რომ ბავშვებთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდა ქალი რუსულად საუბრობდა.
„ამბობდა, რომ უკრაინიდან იყო. 10 ბავშვიდან 4 მცირეწლოვანი იყო, დაახლოებით, 2 წლამდე ასაკის. დანარჩენები კი დაახლოებით 6, 7, 9 წლის. ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყვნენ, არ ჰქონდათ საკვები, ჩასაცმელი“, - განაცხადა კიდევ ერთმა ადგილობრივმა.
„ბავშვები ცუდად იყვნენ, ჩვენ სასწრაფო გამოვიძახეთ. ჩემი შვილების ტანსაცმელი ჩამოვიტანე და ყველას ჩავაცვი. სულ, 10 ბავშვია“, - განაცხადა კიდევ ერთმა მეზობელმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონა. ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ, რომელიც უკრაინის მოქალაქეა.
ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებაში შესული ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.
„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში. |
This post has been edited by iviko18 on 20 Apr 2019, 16:36
--------------------
ამაშია საქმე ...............................
რავა კონსტიტუციასავით იცვლი ქალებს? (с)...
ვის მოერიეთ-87 წლის საქართველოზე შეყვარებულ მოხუცს და მის საქეიფოდ ჩამოსულ სტუმრებს?
ათ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს, ოღონდ ჯერ ამათ უნდა მივხედოთ (c) ქოცი
|