სანთლავენ კიდევაც, მაგრამ მაგის მიზანი ის არის რომ ქვევრმა არ გაუშვას, რისი ალბათობაც გაუსანთლაობის შემთხვევაში ძალიან მატულობს.
რატომ მატულობს? იმიტომ რომ ქვევრები არ არის ხარისხიანი და გასანთვლით ხდება ამის შენიღბვა.

ბოლო დროს ჩვენი მეთუნეობის 3-ვე ყველაზე დიდ კერიდან (ვარდისუბანი, საწაბლე, ტყემლოვანა) გაკეთებულ ქვევრებზე და თიხებზე ძალიან სერიოზული კვლევა დაიდო (გერმანული GIZ-ის მიერ), რომლის დასკვნებიც ცალსახაა - საქართველოში ამჟამად მოქმედი არცერთი მეთუნეობის კერის მიერ გაკეთებული ქვევრები არ შეესაბამება სტანდარტულ ხარისხს. მიზეზი არის გამოწვის პირობების არ დაცვა, ძირითადად საჭირო მაღალ ტემპერატურაზე ვერ/არ აყვანა და საჭირო დროით ვერ/არ შენარჩუნება. შედეგად ფორიანობა რჩება დიდი და წყლის შეწოვის დიდი მაჩვენებლები აქვთ, რაც არ იქნებოდა სწორად და სწორ პირობებში რომ გამოეწვათ. შესაბამისად, ვინიადან პროდუქტი დაბალი ხარისხის არის, ისღა რჩება, რომ შენიღბო და გასანთლო. უბრალოდ, ეს დროებითია და როდესაც სანთელი ექსპლუატაციაში გაჟონავს (რამდენიმე წლის შემდეგ...) პრობლემები მაშინ იწყება.

ამიტომაც არის, რომ ტაციაობაა ძველ, საბჭოთა დროინდელ ქვევრებზე (მაშინ ღუმელები მაინც იყო ნორმალური და წვავდნენ ასე თუ ისე პატიოსნად) და მათი ფასიც გაცილებით დიდია, ვიდრე ახალი ქვევრების.
P.S.
დღეს არცერთი მეთუნე არ იყენებს თანამედროვე ღუმელს, წვავენ შეშაზე. შეშის ღუმელების მაქსიმალური ტემპერატურა (თუ კარგად მახსოვს, 900 გრადუსამდე ვერ ადიან) არ არის საკმარისი (გამოკვლევებით დგინდება, რომ 1100 -1300 გრადუსები, სხვადასხვა ადგილების და თიხების მიხედვით, არის საჭირო, რომ ნორმალური გამოწვა განხორციელდეს და კარგი, ხარისხიანი ქვევრი მიიღო).
ერთადერთი თანამედროვე ღუმელი (იტალიური, კარგი ღუმელია) დგას წინანდალში. ქვევრის სკოლა გააკეთა სახელმწიფომ იქ რამდენიმე წლის წინ და მათთვის შეიძინეს, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩვენთან, საქმე უკანალისკენ რომ მიდის, აქაც ასეა. ჯერ ეს სკოლა უმოქმედო იყო და შესაბამისად ღუმელიც, მერე საპატრიარქომ დაითრია და აქვთ ასე მოყუჩებული და არ ფუნქციონირებს.
გაზზე მუშაობს და ძვირი იქნებაო ამბობენ მიზეზად...
მოკლედ, შაპიტოა რა, ცირკი, როგორც ყველაფერ დანარჩენში ჩვენთან.
მეთუნეებს კიდევ კიდიათ, ფული ისედაც შესდით და კლიენტები ყავთ და რატომ უნდა იყიდონ ღუმელები, კლიენტის მოტყუება უფრო ადვილია.

ასეა ეს ამბავი.
This post has been edited by grou on 25 Feb 2019, 18:47