მოკლედ მეგობრებო მინდა მოგიყვეთ, ჩემი უცნაური ამბებიდან ერთ-ერთი.
ვიდრე დავიწყებდე მოყოლას, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადად ძალიან ბევრი უცნაური, მისტიური და ცოტა საშიში ამბები გადამხდენია.
ასევე აღვნიშნავ, რომ ძალიან მეშინია ფსიქიურად შეშლილი ადამიანების, აი ომის და სტიქიური მოვლენების ისე არ მეშინია, როგოც ამ ხალხის.
ასე ერთი წლის წინ, მოვიდავარ ავტომობილით, ერთ-ერთ ქუჩაზე მომიწია ნელი სვლა (საცობი იყო), ვხედავ ხელს მიქნევს ქალი, მთხოვს, რომ გავუჩერო, შავ თმიანი, მაღალი, ცოტა უაზროდ ჩაცმული, რა თქმა უნდა გამიკვირდა და რო დავაკვირდი, აშკარად შეშლილი იყო, თვალები აქვთ მაგათ ისეთი, რომ მაშინვე ხვდები (ეს ვინც არ იცის და ახლოდან არ უნახავს) :/.
ძალიან შემეშინდა, ძალიან, საკუთარი გულის ცემას ვგრძნობდი. ღამე რო ყოფილიყო ალბათ მოვკვდებოდი შიშით.
ამ საცობიდან როგორ გამოვედი ეხაც არ მახსოვს, მარა მახსოვს რო კინაღამ სხვა მანქანას დავეჯახე.
გავიდა რამოდენიმე დღე, ბავშვი დავტოვე სკოლაში და როცა ვბრუნდებოდი მანქანაში დასაჯდომად, ვხედავ ამ ქალს , როგორ მოდის სწრაფი ნაბიჯით ჩემსკენ. აი აქაც მართლა არ მახსოვს როგორ ჩავჯექი და წამოვედი. მართლა ვერ გადმოგცემთ სიტყვებით, როგორ მეშინოდა.
სარკეში რო ჩავიხედე, ხელებს შლიდა და ხმამაღლა რაღაცას ყვიროდა.
ვიფიქრე, დაიმახსოვრა, მაშინ რო არ გავუჩერეთქო და გაბრაზებულიათქო.
გიჟები ძალიან იმახსოვრებენ სახეებს (ესეც ვიცი).
გავიდა რამოდენიმე დღე, თვე და აღარ გამოჩენილა (მაგ ტერიტორიაზე ხშირად დავდივარ) სულ ვათვალიერებდი და ვაკვირდებოდი.
ეს ხდებოდა დაახლოვებით შარშან შემოდგომის პერიოდში.
თებერვალში მომიხდა ძალიან ძლიერ ავარია. მოკლედ ძლივს გადავრჩი, და ერთ ღამესაც მესიზმრება ეს ქალი (არადა მართლა აღარც მახსოვდა), მესიზმრება ზუსტად ეს ქალი და მეუბნება, მაშინ რო მოგექცია ყურადღება ჩემთვის, ეხა ამას გადარჩებოდი და არაფერი მოხდებოდაო, ზუსტად ამის თქმა მინდოდა შენთვისო.
არ ვიცი ეს ყველაფერი რას ნიშნავს, ვისაც მოვუყევი (მეგობრებს, ახლობლებს) სხვადასხვა აზრი აქვთ თავისთავად.
მაინტერესებს, თქვენ რას ფიქრობთ მსგავს ისტორიებზე.
პს
არ ვიგონებ, არ ვიტყუები, ვინც მიცნობს იცის რომ ასე არ ვერთობი
პსს
თქვენც თუ გაქვთ ასეთი ისტორიები, სიამოვნებით წავიკითხავ