ავსტრალია უზარმაზარი ქვეყანაა დიდი ეკონომიკით და საერთაშორისო მნიშვნელობით.
მისი საგარეო პოლიტიკა რამდენიმე მიმართულებად შეიძლება დავყოთ.
1) ოკეანეთის რეგიონში მას წამყვანი როლი აქვს და უამრავ სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. თუმცა უნდა აღინიშნოს ჩინეთის გააქტიურება და ერთგვარი კონკურენცია ამ გიგანტური ქვეყნის მხრიდან. კერძოდ, ოკეანეთის რეგიონში ჩინეთმაც დაიწყო სხვადასხვა პროექტების განხორციელება და ზოგი თვალსაზრისით მისი პროექტები უფრო მძლავრი და ხელშესახებია, ვიდრე ავსტრალიისა. რადგან ავსტრალია ძირითადად ჰუმანიტარულ და მმართველობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს. ხოლო ჩინეთი ძირითადად ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც ჩინეთის გავლენას (პოლიტიკურს და ეკონომიკურს) ძალიან აძლიერებს. სხვათაშორის ჩინეთი ამ მხრივ ძალიან გააქტიურებულია აფრიკის ქვეყნების მიმართულებითაც. ანუ ყოფილ კოლონიურ, ჩამორჩენილ, "მესამე" სამყაროს ქვეყნებს დიდი ყურადღება მიაქცია ჩინეთმა და ეს მისი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება გახდა.
2) იმიგრაციის მართვა. ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა დემოკრატიისა და ცხოვრების დონით. სხვათა შორის ამასწინათ (18 მაისს) ჩატარდა არჩევნები, სადაც სრულიად მოულოდნელად მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა და მისმა ლიბერალ-ნაციონალურმა კოალიციამ გაიმარჯვა ბილ შორთენის ლეიბორისტებზე. ავსტრალიაში ემიგრაციის მსურველი ბევრია (სხვათაშორის საქართველოშიც ერთ-ერთი სასურველი საემიგრაციო ქვეყანაა ავსტრალია) და ავსტრალიის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სწორედ საიმიგრაციო პოლიტიკაა.
3) რეგიონის დიდ ქვეყნებთან ურთიერთობა. ავსტრალიის გარშემო მდებარეობენ ისეთი დიდი და მზარდი ეკონომიკის ქვეყნები, როგორებიც არიან ჩინეთი, იაპონია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა. შესაბამისად ავსტრალია ამ ქვეყნებთან აქტიურ საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს აწარმოებს. კორეასთან, იაპონიასა და ჩინეთთან ავსტრალიამ ბოლო წლებში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გააფორმა.
4) რეგიონალური მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელშიც ავსტრალიას ხელშესახები წვლილი შეაქვს.
5) საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება. ავსტრალიას დიდი წვლილი შეაქვს ამ სფეროშიც. მაგალითად ის იყო ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებაში და "აისისის" დამარცხებაში.
6)... გააგრძელეთ თუ ხართ მაგ რეგიონით დაინტერესებული აქ ვინმე
არა არს დაფარულ...