კავკასიის უდიდესი ტბა კვდება. სევანზე იმდენად ცუდი სიტუაციაა რომ მთავრობამ ბანაობა აკრძალა. წყლის დაბინძურების, გაუდაბნოების და ჰაერის ტემპერატურის მატების გამო ტბა შრება, მცენარეები მრავდლებიან და წყალი მწვანდება.
სევანის ჭაობად ქცევა კატასტროფის მომტანი იქნება რეგიონისთვის, შეიცვლება კლიმატი. საქართველოს სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უდაბნო უახლოვდება. სევანის დაშრობა ურმიის ტბის დაშრობის ლოგიკური გაგრძელებაა. სამხრეთიდან მოდის, ჯერ ურმია, შემდეგ სევანი, მალე ჯერი ჯავახეთის ტბებზე დადგება. აღმოსავლეთშიც იგივე სიტუაციაა არალი დაშრა შუა აზიაში, კასპიის ზღვასაც პრობლემები აქვს, აზერბაიჯანი უწყლობისაგან იხუთება.
გაუდაბნოების შესაჩერებლად ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ ეს არის ტყეების გაშენება. სამხრეთ აღმოსავლეთიდან დამცავი ფარი უნდა შევქმნათ ტყის სახით. სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ტყეების გაშენება მასიურად საგარეჯოში, რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში., ჯავახეთის ზეგანზე, სანამ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხეებს მარტო ჰაერის გამწმენდი და ესთეტიური დატვირთვა არ აქვთ, ფესვთა სისტემაში გროვდება წყალი, რაც იცავს ნიადაგს დეგრადირებისაგან. თბილისის შემოგარენიც გასამწვანებელია, განსაკუთრებით ლილოს მხარე. არ არის საჭირო მილანის სათბურებიდან 700 ევროიანი კიპარისების ჩამოტანა. ადგილობრივი ჯიშები მუხა, ცაცხვი, თელა და ასე შემდეგ, ძალიან იაფია მათი გამოყვანა და აქ გახარება.
საამაყოდ გვაქვს ხოლმე, რომ საქართველოს ტერიტორიის 45% ტყეს უკავია (სომხეთი და აზერბაიჯანი 10-10%), მაგრამ არათანაბრად არის განაწილებული ქვეყანაში როგორც ტყე, ისე წყლის რესურები. ტყეების ძირითადი ნაწილი დასავლეთზე მოდის. აღმოსავლეთი, სამხრეთი კი სტეპებია და მალე ნახევრად უდაბნოდ გადაიქცევიან.
თითოეულმა თქვენგანმაც აიღეთ პასუხისმგებლობა. თქვენი საცხოვრებლის გარშემო დარგეთ ხეები. გაუფრთხილდით წყლის რესურსს. ჩემს მეზობელს ონკანი აქვს გაფუჭებული და იმდენად იაფია წყალი, რომ ონკანის გამოცვლას ურჩევნია 24 საათი წყალი მოდიოდეს