#55092826 · 10 Aug 2019, 10:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
11 წლის წინ რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა - გაანადგუროს დემოკრატია ყველგან,“ - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. კინზინგერი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეა.
მისი თქმით, ათწლეულების განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს.
კონგრესმენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
„ჩვენ ვიცით, როგორი დიქტატორია ვლადიმერ პუტინი და როგორი ძალაუფლება სურს მას. ჩვენ ვიცით, რომ ის არაფრის ფასად არ გაჩერდება ამის მისაღწევად. ათლწლეულების განმავლობაში, რუსეთი ახდენს პროვოკაციას და თავს ესხმის დასავლურ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ჩვენთვის ძვირფასია. 11 წლის წინ, რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა - გაანადგუროს დემოკრატია ყველგან, სადაც კი შეძლებს. შეერთებული შტატები და ჩვენი თავისუფლების მოყვარე მოკავშირეები უნდა აღუდგნენ წინ რუსულ აგრესიას და მორალურობის, თავისუფლების და კანონის უზენაესობის უხეშ უგულველყოფას.
ამ კვირას, როცა ჩვენ ხუთდღიან ომს ვიხსენებთ, მოდით, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ვაჩვენოთ ჩვენი მხარდაჭერა ქართველ ხალხს,“ - განაცხადა ადამ კონზინგერმა.
კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოს მეგობართა ჯგუფის რესპუბლიკელი თანათავმჯდომარის პოზიციაზე კონგრესმენი ტედ პო იანვარში შეცვალა.
QUOTE | 11 წლის წინ რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა |
QUOTE | რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა |
QUOTE | 11 წლის წინ რუსეთმა საქართველოზე თავდასხვმა განახორციელა და მსოფლიოს პუტინის რეალური მოტივი აჩვენა - გაანადგუროს დემოკრატია ყველგან,“ |
საქართველოში ამას ნაღდად მიაღწია პუტინხუილომ This post has been edited by kardinali100 on 10 Aug 2019, 10:37
|