დაიდო 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები და ისეთია აი გული შეგიღონდება.
https://www.naec.ge/#/ge/post/1986კარგი, 2005-2010 წლებში კიდევ შეეძლო ადამიანს ეთქვა, რომ სიახლე იყო ეს გამოცდები, იყო მასალის სიმცირე, ინტერნეტი ყველას არ ჰქონდა, ჯერ კიდევ ძლიერი იყო ე.წ. ქურდული მენტალიტეტი და მისი გადმონაშთები სკოლებში და ბავშვებშიც წიგნის ხელში აღება ე.წ. "პიდარასტობა" იყო.
მაგრმა ახლა 2019 წელს? დღეს უკვე მაგ არგუმენტებს ვერ მოიყვან, სიტუაცია შეიცვალა. ინტერნეტი თითქმის ყველა ახალგაზრდას აქვს, წიგნები იბეჭდება და შედარებით ხელმისაწვდომია, ბიბლიოთეკებიც არის. ამის მიუხედავად შედეგები არის კატასტროფული.
მოსახლეობის ნაწილი, შეიძლება ითქვას, სადაც მეათედი მაინც, მეტი თუ არა, არის კლინიკურად გონებაჩლუნგი. ვიცი ძალიან ბევრს ეს არ მოეწონება ან ეწყინება და ვიღაცეები ალბათ ფაშიზმშიც თუ კიდევ რაღაცაში დამდებენ ბრალს, მაგრამ როდესაც შენ უმარტივეს ტესტში 80-დან 20 შეკითხვას (ან უფრო ნაკლებს!) ვერ პასუხობ, აი რა ხარ მაშინ?!
ხარ ბოდიში და დებილი. მორჩა და გათავდა. ეს არის ობიექტური რეალობა და ამას ვერც მასწავლებლისა და ვერც მშობლების შელამაზება-ჩაშაქრება ვერ უშველის.
აი კონკრეტულად სად გვასახელეს ჩვენმა აბიტურიენტებმა:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში ტესტის I ვარიანტში გამსვლელი ქულა იყო 9(!) 70-დან. დანარჩენებში 16, 17, 18 და მთლიანობაში 7.5%-მა მაინც ვერ გადალახა.
ეს ნიშნავს რომ ეს 7.5% არის კლინიკურად გონებაჩლუნგი, ყოველგვარი პოლიტკორექტულობისა და შელამაზების გარეშე, რომელიც მშობლიურ ენაზე გამართულად წინადადებას ვერ წერს. უცხო ენაზე რომ საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვათ.

შემდეგ უნარებში გამსვლელი ქულა იყო 22-24 ქულა 80-დან ანუ მესამედიც არა და 13%-მა მაინც ვერ გადალახა.
ანუ 13%-მა ელემენტარულად არა თუ არაფერი არ იცოდა, იმდენი ჭკუაც კი არ ეყო წესიერად გამოეცნოთ მაინც ან შემთხვევითობის პრინციპით მაინც გაერტყათ.
ადამიანო, მე, მათემატიკაში მაქსიმუმ სტაბილური "ოთხოსანი", რომ დამსვა მაგ გამოცდაზე ყოველგვარი მომზადების გარეშე, მეც კი გადავლახავ მაგ ზღვარს.
მე კი, არა 80-დან 22-ს შიმპანზე აიღებს პასუხების შემოხაზვა რომ ასწავლო.

და ბოლოს მათემატიკა - მეცნიერებათა დედოფალი. 7100 აბიტურიენტი. 59-დან გამსვლელი ქულა იყო 15(!) ქულა და 25%-ზე მეტი ჩაიჭრა.
ეს ნიშნავს, რომ ამ მეოთხედს რეალურად არ აქვს არანაირი მათემატიკური განათლება გამრავლების ტაბულისა და მიმატება-გამოკლება-გამრავლება-გამოყოფის ყველაზე ელემენტარული ოპერაციების გარდა.

სხვა ქიმია და ფიზიკა განხილვადაც არც ღირს, იმდენად ცოტა აბიტურიენტი აბარებდა. იქაც ნუ დარდობთ, კარგად ბლომად ჩაიჭრნენ.
ხოდა აწიეთ ეს სტანდარტები, დაიწყეთ ბავშვებისათვის განათლების მიცემა, შეაგნებინეთ რომ არაა აუცილებელი ყველა უნივერსიტეტში წავიდეს. და მორჩით ბავშვებისათვის თავზე ხელის გადასმას!
ქვეყანაში იზრდება სრულიად ჩლუნგი და გაუნათლებელი თაობა, რომელიც ამდენი რესურსისა და შესაძლებლობების მიუხედავად ყველაზე მარტივ ტესტებშიც კი ვერ ახერხებს ზღვრის გადალახვას! 21-ე საუკუნეში ყოველი მეშვიდე აბიტურიენტი რომ ვერ გადალახავს უნარების გამოცდას, ეს სხვა არაფერია თუ არა კატასტროფა!
This post has been edited by Hiksos on 9 Sep 2019, 19:37
ეგ 1.65 სხვა რამეა ეგ არის ლარის დოლარზე გაცვლის კურსი. ლარის კურსი სხვა რამეა.
DRAKONI
სწორედ რომ კიტოვანი და იოსელიანია დასავლეთი
dega
არ გავკარი სანდრამ ეს თქვა თუ არა და ვთქვათ ჭორიც მოუგონეს. მერე რა ამით?
lasha1997