ქართული რაგბის ისტორიაში მგონი ყველაზე კრიზისული შემთხვევა მოხდა და ამ ყველაფერს კავშირი ესეთი განცახდებით პასუხობს?
https://1tv.ge/news/ragbis-kavshiris-ganckh...is-faseulobebs/და ეს ყველას მისაღები გგონიათ და არავინ არაფერს ამბობს?
მოკლედ რომ შევხედოთ სიტუაციას:
- მოგვეცა ძალიან დიდი შანსი 8 ერის ტურნირის სახით. შესაბამისად მთელი რაგბის სამყარო ყურადღებით გვაკვირდება როგორ გამოვიყენებთ ამ შანსს
- ამ დროს კავშირის ვიცე პრეზიდენტი სამუშაო გარემოში იარაღს ესვრის რაგბისტს და კლუბების წარმომადგენელს
- ეს ამბავი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხმაურდება და ვისაც არ ეზარება ჩვენზე ღადაობს
- კავშირს აქვს ერთი შანსი რომ აქტიური პოზიცია დაიჭიროს და ოდნავ მაინც გააუმჯობესოს მდგომარეობა.
ამ შანსს კი იყენებს ამ განცახდების სახით და:
- ყველანაერ პასუხისმგებლობას თავს არიდებს - არც ერთი ბოდიში, არც ერთი კონრეტული სახელი და ბრალეულობა, არანაერი პასუხისმგებლობის აღების სურვილიც კი არსებულ ტექსტში
- დამატებითი ინფორმაციის ნაცვლად დიდი ალბათობით ტყუილს ამბობს - შემხთვევითობის მსხვერპლი გახდაო მაშინ როცა დაზარალებული იძახის რომ კონკრეტული სარაგბო საკითხის განხილვის პასუხად ესროლეს. შემთხვევითობა კავშირში იარაღის სროლა დაპირისპირებულ მხარესთან როგორ შეიძლება თეორიულადაც კი?
- რაიმე აზრის აქვს ჩემპიონატს განიხილავდნენ თუ ფინანებს? ისე გაუსვეს ხაზი ამას თითქოს თუ ჩემპიონატის განხილვისას მოხდა მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა და სულ ტყუილად ატეხილა ამბავი
- არაფრის მთქმელ ბრტყელ ფრაზებს აბრეხვებს - მადლობები მთავრობას და ა.შ. რა შუაშია საერთოდ?
- არანაერ სამოქმედო გეგმას არ აქვეყნებს, უფრო მეტიც იძახის შეიძლება ისევ მოხდეს მსგავსი რამო - თუ დესტრუქციულად გაგრძელდება უფლებას ვიტოვებთო...
- მისტიური დესტრუქციული ძალისკენ იშვერს ხელს და იმას აბრალებს კრიზისს
- ხაზს უსვამს რომ ერთხმად ეთანხმებიან ამ ყველაფერს და ბოლო იმედსაც კლავს რომ ამ გამგეობას სიტუაციის გამოსწორება შეუძლია.