მოგიწოდებთ, ჩაერთოთ
მშვენიერი ინიციატივაა
"საკანონმდებლო მაცნეს აქცია: გაუგზავნე პატიმარს წიგნი და სანაცვლოდ მიიღე მაცნეში დაბეჭდილი კოდექსები
სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე აცხადებს „ცოდნის დონორობის“ ერთკვირიან აქციას, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს შეეძლებათ საკანონმდებლო მაცნეს ოფისში (ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №2) მოიტანონ მხატვრული ლიტერატურა და საფასურის გადახდის გარეშე, სანაცვლოდ მიიღონ მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების უახლესი რედაქციები. წარმოდგენილი 1 წიგნი ჩანაცვლდება მოქალაქისათვის სასურველი 1 კოდექსით, ხოლო მიღებული წიგნები კი გადაეცემა პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოწოდებული ლიტერატურა უნდა იყოს გამოცემული არაუგვიანეს 2010 წლისა და წიგნის ზომა არ უნდა აღემატებოდეს A5 ფორმატს. წიგნების შინაარსი არ უნდა შეიცავდეს: მშენებლობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების აწყობის ინსტრუქციებს, მასალებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რასობრივ, რელიგიურ და ეროვნულ სიძულვილს ან შეიცავდეს ნებისმიერ სხვა შინაარსს, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მსჯავრდებულის/ბრალდებულის უსაფრთხოებას.
აქცია გაგრძელდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე.
მოქალაქეებს შეუძლიათ წიგნები მოგვაწოდონ სამუშაო საათებში (09:00 – 18:00) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის (ყოფილი ბუდაპეშტი) ქუჩა №2;
მაცნეს სტამბაში დაბეჭდილი კოდექსების სრული ჩამონათვალი იხილეთ შემდეგ მისამართზე:
http://matsnebooks.gov.ge/Bookდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით საკანონმდებლო მაცნეს ცხელ ხაზზე: 2 40 50 50"
https://www.facebook.com/161840273899009/po...0515254?sfns=mo