ბევრს არ გეცოდინებათ, საჭირო სიახლეა გამოგადგებათ.
მოტელები – სატრანზიტო სასტუმროთა ერთ-ერთი ტიპი, სპეციალური გზისპირა
სასტუმრო ავტოტურისტებისთვის. ერთ ან ორსართულიანი, მცირე ან საშუალო
ტევადობის შედარებით მარტივი შენობა, ხშირად მოდულური კონსტრუქციის ნაგებობა,
რომელსაც აქვს ავტოსადგომი, ტექნიკური მომსახურების სრული კომპლექსით.
მოტელებში შედარებით დაბალი ფასებია. ისინი სთავაზობენ მომხმარებელს კარგად
მოწყობილ ნომრებს, მაგრამ საშუალო დონის მომსახურებას, ზოგჯერ კვების გარეშე.
ჩვეულებრივ კი მოტელის კომპლექსში შედის რესტორანი, ბარი, აუზი, სატრენაჟორო
დარბაზები, ჩოგბურთის კორტები და სხვა.
• ბოტელები - მცირე სასტუმრო წყალზე, ტურისტთა განთავსებისა და დასვენებისათვის
ზღვის, მდინარის ან ტბის ნაპირთან, რისთვისაც გამოიყენება შესაბამისად მოწყობილი
გემი, რომელიც, როგორც წესი, დგება ნავსაბელზე ტურისტული ღირსშესანიშნაობების
მახლობლად. საჭიროების შემთხვევაში გემი შეიძლება გადავიდეს სხვა სადგომზე.
• როტელები - მოძრავი სასტუმრო, სპეციალურად მოწყობილი რკინიგზის ვაგონი ან
ავტობუსი ერთ ან ორ ადგილიანი ნომრით – საძილე ნაკვეთურებით, საერთო
სამზარეულოთი და ტუალეტით.
წყარო
http://vet.ge/wp-content/uploads/2015/08/s...tumro-saqme.pdf
If you buy me an ice cream , I'll give you a kiss.