#55528294 · 27 Nov 2019, 07:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუმისთაზე, ასე რო ვთქვათ, სიკვდილს როცა ჩავხედე თვალებში და მეგონა 2 წუთში აუცილებლად მოვკვდებოდი, რაღაც უცნაური ეიფორია დამემართა, ასე ვფიქრობდი - კი, მოვკვდები, მაგრამ ,აი, ხალხი (იგულისხმებოდა საქართველო) რომ ნახავს, "ეს კარგი ბიჭი მოკლა მტერმა, ომია, ხუმრობა კი არაა" , ყველანი იარაღს აისხავს და აქ ჩამოვა მტრის დასამარცხებლად და ამისთვის სიკვდილი ღირს!
ვაჟას თავისი თავის თავგანწირვა იმად უღირს, რომ ქ ვ ე ყ ა ნ ა მ დაინახოს, რომ, აი, ეს კარგი კაცი რომ სიკვდილზე მიდის, ეს ჩვენთვის შანსია კიდევ ერთხელ დავანახოთ მ ს ო ფ ლ ი ო ს საქმის ვითარება, მტყუან მართალი, შავი და თეთრი, პუტინი და მსოფლიო,
ვაჟა არის თავგანწირული 300 ჯარისკაციანი ბატალიონი, რომელიც წასაგებ ბრძოლას იბრძვის (ნიჩბისის გმირებმა სხვა კი არაფერი ქნეს) და მარცხდება, რომ ქვეყანამ ი ს გამოიყენოს დროშად.
შევეშვათ ამ თემაში ვაჟას, მის მოტივებს, ცივა თუ შია. კაცია და ასე გადაწყვიტა. ეს თემა ვაჟაზე არაა.
ეს თემა მთავრობაზე და მის 18 დღიან რეაგირებაზეა. ეს თემა სარკეა, მთავრობავ, გხედავთ, შენც ჩაიხედე ამ სარკეში. სამარცხვინო ხარ. შენ მე გუმისთაზე მკვდარს, იგნორი გამიკეთე. შენ ვაჟას მიერ, საკუთარი სიცოცხლის ფასად აწეული სატოპკე გააცუდე. მსოფლიო გიყურებს და შენ ჩუმად ხარ. ჩმორო!
This post has been edited by axalirevolucia on 27 Nov 2019, 07:56
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|