სტატია შეიცავს ევროპა ბეთის რეკლამასაც მაგრამ კარგი ინიციატივაა მივესალმები.
ამიტომ გავხსენი თემა. იმედია სხვებიც მიბაძავენ
https://popsport.com/article/18354-evropuli...HPtRNKIY-nej2mE„პასუხისმგებლიანი თამაში“ „ევროპაბეთის“ ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად. ახალი პროექტის შესახებ, კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა ლაშა გოგუამ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი ნიჟარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
რა არის პასუხისმგებლიანი თამაში? პასუხისმგებლობა სათამაშო ბიზნესში, კომუნიკაციაში, საზოგადოების მიმართ – ეს არის მთავარი მიმართულებები, რომლებიც „ევროპაბეთმა“ თავისი საქმიანობის ფუნდამენტურ ნაწილად აქცია.
“გვესმის, რომ აზარტული თამაშები გარკვეული რისკის შემცველია. იმის მიუხედავად, რომ „ევროპაბეთის“ მომხმარებლების უმრავლესობა თამაშს გართობის საშუალებად მიიჩნევს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც აზარტული თამაში, შესაძლოა, პრობლემური გახდეს,” - აცხადებენ კომპანიაში.
2020 წლის იანვრიდან „ევროპაბეთი“ მომხმარებლებს ახალ ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს და ეს ქართულ სათამაშო ბიზნესში, პასუხისმგებლიანი თამაშის ახალი სტანდარტის დანერგვის საწყისი გახდება. ესენია:
რეალობის შემოწმების შეტყობინება
თვითშეფასების ტესტი
მოთამაშის რჩევები
მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის 24/7
პრობლემური მოთამაშეების თერაპია
გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია
2019 წლიდან „ევროპაბეთი“, ეტაპობრივად, უარს ამბობს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი. კერძოდ:
კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამაზე
საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში
ინტერნეტრეკლამაში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა
"ევროპაბეთი“ არის BETSSON-ის გლობალური ჯგუფის წევრი, რომელიც მსოფლიოს 10 ქვეყანაში 17 ბრენდით არის ლეგალურად წარმოდგენილი. კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება. კერძოდ:
პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა - საინფორმაციო ვებ-გვერდები; პრობლემურ თამაშთან მუშაობა - ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
სპორტის განვითარება - სპორტსმენების და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
ონლაინ მედიის განვითარება - ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება