ვყიდი ნაკვეთს, ან ვეძებ პარტნიორს, რომ აღნიშნული ნაკვეთი გამოვიყენო შემოსავლის წყაროდ რათქმაუნდა.
სოფლის მეურნეობის გრანტებს გადავავლე თვალი, თითქმის ნებისმიერი მრავალწლოვანი ბაღის გამართვა შეიძლება ჩემს ნაკვეთზე, აფინანსებენ ნერგების ფასის 70% და წვეთოვანი სარწყავი სისტემის 50%
ნაკვეთი არის 4.5 ჰექტრიანი შემოუღობავი გასასუფთავებელი, ზომებით 200X225მ ვაკე რელიეფის.
დენი და გაზის შეყვანა უპრობლემოდ ხდება, ახლოსაა ორივე, სასმელი და სარწყავი წყალიც არ წარმოადგენს პრობლემას.
შესაძლებელია ვენახის, შავი ქლიავის, თხილის, ფეიხოას, მალინა, უეკლო მაყვალი გაშენება. ნიგვზისაც, მაგრამ მე ამ თემას ცუდი თვალით ვუყურებ და არ მინდა სულელური ექსპერიმენტების ჩატარება

საჭირო ხარჯებია ნაკვეთის გასუფთავება, შემოღობვა (შესაძლებელია ელექტრო ღობით, უსაფრთხოა ცხოველებისათვისაც და ადამიანებისთვისაც ჯდება იაფი) კომუნიკაციების მიყვანა 1000 ლარი მაქსიმუმ, სასმელი წყლის ჭა 800 -1000 ლარამდე, ნაკვეთის მოხვნა მთლიანად 1000-1200 ლარის ფარგლებში, მერე შეიძლება განაცხადის შეტანა დაფინანსებაზე, ნერგების 70 და სარწყავი სისტემის 50% დაფინანსდება.
დაიდება ხელშეკრულება რათქმაუნდა, რაც თანხა დაიხარჯება თქვენი მხრიდან იმ თანხის მიხედვით მიიღებთ პროცენტულად წილს, პირდაპირ იმ წილის რაოდენობის გამზადილ ბაღს გადმოგიფორმებთ, ანუ უძრავ ქონებას მიიღებთ გამზადილი ბაღით.
ასევე ამ 4.5 ჰექტრიანის ახლოს მაქვს შემოღობილი 2.9 ჰექტრიანი ნაკვეთი შენობით, დენი შეყვანილია, სასმელი წყლის ჭა არის, სარწყავი არხი ჭიშკართანაა, გაზი ჭიშკართანაა, დგას 60 კვადრატიანი შენობა კაპიტალური, ასევე არის ორი ადამიანის ღამის გასათევიც.
განიხილება გაყიდვა ან პარტნიორობა.
მესაქონლეობის მიმართულება ძალიან წარმატებულია ამ სოფელში, არის ძალიან დიდი საძოვრები, ფერმებიც და ახლად მშენებარე ფერმებიც. გრანტზე განაცხადის შეტანა მეცხოველეობაზე, ენერგოეფექტურ სათბურებზე და სხვა სოფლის მეურნეობის საქმიანობებზეც არის შეაძლებელი. გასაყიდი ფასი განცხადებაში წერია შემოუღობავი ნაკვეთის, შენობიანს ცალკე არ ვყიდი.
https://www.myhome.ge/ka/product?id=9713594 This post has been edited by shuma89 on 8 Jan 2020, 14:17