რუსთავში უბედური შემთხვევა მოხდა ლეონიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში. სავარაუდოდ, ბუნებრივი გაზის ნამწვის დაგროვების გამო ცოლ-ქმარი გარდაიცვალა. მათი შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლები.
კომპანიის თანამშრომლები წინასწარი დათვალიერების საფუძველზე ამბობენ, რომ ინტოქსიკაცია არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია.
21 იანვარს, რუსთავში, ბუნებრივი გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად გარდაიცვალნენ ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30403364.htmlსაქართველოში ავარიებმა და გაზმა გაწყვიტეს ხალხი
მთავრობას Y ჰკიდია ყოველ წელს იგივე ხდება
ევროპაში 2 კაციც რომ დაღუპულიყო გაზით უსასფრთხოების საკითხში რაღაცას შეცვლიდნენ რაღაცას გაამკაცრებდნენ.
This post has been edited by gig@@@ on 29 Jan 2020, 13:01