https://www.interpressnews.ge/ka/article/58...dgenas-shezlebsსაკრებულოს ბრალდებული წევრი ილია ჯიშკარიანი 6 თებერვლიდან ბიუროში მისვლას და სამსახურეობრივი უფლებამოვალეობის შესრულებას შეძლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ილია ორკოდაშვილმა მიიღო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ილია ჯიშკარიანს იმ პირებთან, რომლებიც საქმეზე დასაკითხ მოწმეთა სიაში იყვნენ, კომუნიკაცია ჰქონდა აკრძალული. აღნიშნული პირები სასამართლოში უკვე დაიკითხნენ, რის გამოც, სასამართლომ წინა განჩინება გააუქმა.
„დღეს გაუქმდა ნაწილობრივ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება, რომლითაც ილია ჯიშკარიანს ეკრძალებოდა საკუთარ ბიუროში დასაქმებულ პირებთან ურთიერთობა. დაკითხულია სამივე მოწმე, შესაბამისად, ილია ჯიშკარიანი ხვალიდან შეძლებს ბიუროში მისვლას და თავისი შრომითი უფლებამოვალეობის სრულფასოვნად აღდგენას“, - განაცხადა ჯიშკარიანის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა თამთა თოდაძის პიროვნებასთან დაკავშირებითაც.
„ერთი ადამიანიც არ მოვა, რომელიც იტყვის, რომ თამთა თოდაძეს იცნობს და ის ნორმალური, დალაგებული, ზრდილობიანი, ადეკვატური და ჩამოყალიბებული აზროვნების ადამიანია და მას არ სურს იყოს ძალიან ცნობადი. რაც ილია ჯიშკარიანის მიმართ გააკეთა, ანალოგიური გააკეთა სხვა სისხლის სამართლის საქმეშიც, ანალოგიურს აკეთებდა ყოველდღიურად ნებისმიერი ადამიანის მიმართ, რომლებთანაც მას რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
გაზიარება
ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ "დემოკრატმა" ნენსი პელოსიმ პრეზიდენტის მიმართვის ტექსტის ასლი დახია
palitravideo.ge
კახა კალაძემ განმარტება გააკეთა ფოტოზე, რომელიც სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა - "ხომ ხედავთ, რა დონეზე არიან დასულები"
palitravideo.ge
ჩინელი მედდის ძალიან ემოციური შეხვედრა საკუთარ შვილთან: "ვირუსს რომ დავამარცხებთ, დაგიბრუნდები"
palitravideo.ge
"მომიწყო "რაზბორკა"... დავეჯახეთ ერთმანეთს" - ვინ არის ბიზნესმენი, რომელმაც "თენგოს" პერსონაჟში საკუთარი თავი დაინახა და მსახიობს დაუპირისპირდა
palitravideo.ge
"სოციალური ქსელებით ვრცელდება დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი, არ აყვეთ პანიკას!" - დაავადებათა კონტროლის ცენტრი
ambebi.ge
"ხუთ ადამიანს გული გაუსკდა, როცა გაიაზრეს, სესხს ვერ გადაიხდიდნენ" - "ბავშვთა სამყაროს" დაწვიდან 3 წელი გავიდა, თუმცა გამოძიებას პასუხები ჯერ კიდევ არ აქვს
ambebi.ge
წარმატებული ქართველი სპორტსმენის ამერიკული ცხოვრება და მისი 10 წლის გოგონა, რომელსაც ჰოლივუდის დაპყრობა სურს - გაიცანით ჭიკაძეების ოჯახი
ambebi.ge
ლაშა ტალახაძე გიორგი გახარიასთან გადაღებული ფოტოს გამო სკანდალში გაეხვა - "კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჭებო?!"
ambebi.ge
სამართალი
05.02.2020 / 17:48აა
ადვოკატი - თუ თამთა თოდაძე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო, როგორ ანდეს ასეთ ადამიანს სოციალური სამსახურის გამართული მუშაობა?
ადვოკატი - თუ თამთა თოდაძე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო, როგორ ანდეს ასეთ ადამიანს სოციალური სამსახურის გამართული მუშაობა?
თუ თამთა თოდაძე არაჯანსაღი ფსიქიკის მქონე იყო, როგორ ანდეს ასეთ ადამიანს სოციალური სამსახურის გამართული მუშაობა? ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებეს აძლევენ მოწმეები, - ამის შესახებ ილია ჯიშკარიანის ბრალდების საქმეზე დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატმა, თამარ ლუკავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის აღნიშნულით დღეს სასამართლოში დაკითხული მოწმის ჩვენებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თამთა თოდაძეს არაჯანსაღი ფსიქიკა ჰქონდა.
„რა შეფასება უნდა გავაკეთო იმ მოწმის ჩვენებაზე, რომელიც საუბრობს თითქოს, ალკოჰოლის მიღების ქალის და მამაკაცის დოზა არსებობს. ეს მოწმე არ არის სანდო, რადგან მან თავადაც ახსენა, რომ ძალიან დიდი ხანია იცნობს ილია ჯიშკარიანს და მასთან ურთიერთობა აქვს. მისი სამსახური, შემოსავალი პირდაპირ ბმაშია ილია ჯიშკარიანის თავისუფლებასთან. შესაბამისად, ის მისცემს იმ ჩვენებას, რომელიც ილია ჯიშკარიანისდაცვის მხარეს აწყობს”, - განაცხადა ლუკავამ.
დელე ალის მეგობარი გოგონას სექსუალური ფოტოსესია [PHOTO]
lelo.ge
PHOTO პარალელი: ჩივაძე და ყიფიანი VS კრუიფი და ბეკენბეუერი
lelo.ge
რას ვყიდით და ვყიდულობთ თურქეთში
bpn.ge
2019 წლის ტოპ-10 ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი
bpn.ge
ნენსი პელოსიმ დონალ ტრამპის სიტყვით გამოსვლის ტექსტი მის ზურგს უკან დემონსტრაციულად დახია
palitranews.ge
სიმსივნესთან დაკავშირებული საშიშროება, რომელზეც მამაკაცები ნაკლებად ფიქრობენ
palitranews.ge
როგორ გავუმკლავდეთ მუცელზე ცხიმს 40 წლის შემდეგ
mkurnali.ge
სისხლში რკინის დეფიციტმა შესაძლოა იმუნიტეტის დასუსტება, მამაკაცებში - პოტენციის, ქალებში - ციკლის დარღვევა გამოიწვიოს
mkurnali.ge
sponsored byContentRoom
ბლოგი საკუთარი გამოცდილებით: როგორ მოვიშორე გამონაყარი 5 დღეში
contentroom.ge
რა ზეგავლენას ახდენს ჩვენზე უხარისხო ყავის მოხმარება
contentroom.ge
რატომ უნდა დაიწყოთ ჭარბთმიანობასთან ბრძოლა შემოდგომასა და ზამთარში - ლაზეროთერაპევტის რჩევები
contentroom.ge
როგორ ამოვიცნოთ დაბალი ხარისხის ყავა მისი შემადგენლობის მიხედვით?
contentroom.ge
რეგიონი
05.02.2020 / 17:52აა
მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა
მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა
მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"სამი თვის ორსული ვიყავი, გავსინჯე გოგონა, რომელსაც წითელას დიაგნოზი დაუსვეს... ექიმობა რისკია და თუ გარისკვა არ შეგიძლიათ, დასხედით სახლში"
mshoblebi.ge
ცნობილი ქართველები, რომლებსაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ
mshoblebi.ge
როგორ ჩავიცვათ დახვეწილად - ნინო გაჩეჩილაძის სტილი და კლასიკური სამოსი
marao.ge
მარჩიელობა ავატარებით: როგორ იქცევიან სოციალურ ქსელებში ზოდიაქოს ნიშნები
marao.ge
მის ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს - ობოლი ჩინელი გოგონა, რომელმაც მილიონობით ადამიანს თავი შეაყვარა
shin.ge
ქართველი ტელეწამყვანების ფეშენებელური სახლები
shin.ge
ტიბეტური მასტიფი ხნიერ მგელს და მის ნადავლს თავისი სხეულით გადაეფარა, რათა მშიერი ხროვისგან დაეცვა (ემოციური ვიდეო)
zooclub.ge
ჩინეთში მცხოვრები ძაღლის პატრონები, თავიანთი შინაური ცხოველებისთვის, კორონოვირუსისგან დასაცავად, ნიღბებს ყიდულობენ
zooclub.ge
საზოგადოება
05.02.2020 / 17:53აა
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი - ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ საქართველომ ზამთრის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ღირსეულად ჩაატაროს
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი - ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ საქართველომ ზამთრის საერთაშორისო სპორტული ღონისძიება ღირსეულად ჩაატაროს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შეფასების კომისიის წევრებს დღეს მინისტრი ნათია თურნავა შეხვდა.
როგორც ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სასიხარულო ფაქტია, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი მზადაა ითანამშრომლოს შეჯიბრის გამართვისთვის.
„სასიხარულო ის ფაქტი, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუტი მზადაა ითანამშრომლოს შეჯიბრის საუკეთესოდ გამართვისთვის და იმუშაოს როგორც ერთიანმა გუნდმა ოლიმპიური კომიტეტის, სხვადასხვა უწყებებისა და სამინისტროების თანამშრომლობით. ჩვენ ვხედავთ ენთუზიაზმსა და მზაობას, რომ გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა საქართველომ, როგორც პატარა ქვეყანამ, ღირსეულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ზამთრის სპორტული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ათლეტი მიიღებს“,- განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, ისინი პოზიტიურად არიან განწყობილი საქართველოში გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო.
„მოხარულები ვართ, რომ ვიმყოფებით საქართველოში 2025 წლის „ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის“ შეფასების კომისიის ფარგლებში, რომლის გამართვის სურვილი არსებობს ბორჯომსა და ბაკურიანში. ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები ჩვენდამი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო“ , - განაცხადა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის სპორტულმა დირექტორმა პიტერ ბრულმა.
უწყების ცნობით, საქართველოს მთავრობამ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარდგინებით გადაწყვიტა უმასპინძლოს „ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს“ ზამთრის სპორტულ სახეობებში, რომელიც 2025 წელს ბაკურიანში იგეგმება. ევროპის ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადი გასულ წელს გაიგზავნა, შედეგად ოლიმპიურმა კომიტეტმა საქართველო დაარეგისტრირა როგორც კანდიდატი ქვეყანა.