კახა ოქრიაშვილი: საარჩევნო შეთანხმებას ზარ-ზეიმს არ ვუერთდები, მკაფიოდ ვხედავ მინუსებს
2020-03-09 14:16:00
ქართული ოცნების დეპუტატი კახა ოქრიაშვილი საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებას მხარს არ უჭერს.
"მე არ მგონია, რომ ჩავარდეს საკონსტიტუციო ცვლილება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უჭერს მხარს ამ პროექტს და ეს შეთანხმება მოხდა. მე ამ ზარ-ზეიმს არ ვუერთდები შეთანხმებასთან დაკავშირებით, რადგან ვხედავ მკაფიოდ, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა რა მინუსებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას - კოალიციები, რომლებიც ჩნდებიან, მუდმივი რიგგარეშე არჩევნები, რაც ისედაც სუსტი ეკონომიკის ქვეყნებში ეკონომიკის დამუხრუჭებას იწვევს და ა.შ.
და აი, მერე დადგება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ყველა იმ პოლიტიკოსის, ვინც ახლა ზარ-ზეიმით არის - რა მაგარ შეთანხმებას მივაღწიეთო"- აცხადებს დეპუტატი.
https://www.newposts.ge/wap.php?l=G&ID=225947