ახლახანს გავიღვიძე, ყავა ვშთანთქე და ორი ღერი სიგარეტი გავაბოლე. მეორე სიგარეტს პატარა ნატეხი ჰაშიში დავადე, გახვრეტილ ბოთლში შევაცურე და რომ დაგროვდა ბოლი ფილტვებით ამოვტუმბე.
ახლა შემდეგ აბზაცში ვიმყოფებით, თუმცა აქამდე სანამ მოვიდოდით, ერთი კაი ნაჭერი აბზაცი ამოვშალე, რადგან მაგის დაწერას დაახლოებით 40-45 წუთი მოვანდომე და ჰაშიშის მოქმედების ვადიდან ამოვვარდი ამასობაში... ფხიზელი თვალით რომ გადავიკითხე ის აბზაცი (რომელიც ახლა ამ აბზაცის მაგივრად უნდა ყოფილიყო), სულ სხვა მიმართულებით წამიყვანა ფიქრთა ინერციამ. ახლა ვფიქრობ, ჯერ სათაური წავშალო და მერე პირველი აბზაცი თუ პირიქით.
ძალიან რთულია ცხოვრებაში სწორი თანმიმდევრობით მიიღო არჩევნები გადაწყვეტილებებს შორის. ერთად ერთი ნიუანსი ის არის, რომ ზოგი ერთი გადაწყვეტილება თან გაყოლას მოითხოვს, მაშინ - როდესაც უმეტესობა მათგანი ნაბიჯის ტოლფასია, თითების გატკაცუნებასავით შეგიძლია ბევრი გადაწყვეტილების მიღება და შედეგიც იმსაათშივე მიიღო. გაყოლაში კონსისტენსი მოისაზრება, მდგრადობა, ანუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ რამდენად ხშირად იმეორებ მას, მსგავსი შედეგების ხშირად მიღების მიზნით.
არ მსურს მხოლოდ ტოპიკის პირველი პოსტით შემოიფარგლებოდეს ჩემი ნაბოდვარი.
ასე რომ, გაგრძელება იქნება...
შემდეგ წიგნის დაბეჭდვას ვაპირებ და აკინძვა, საკაიფო ყდაში ჩაკერება, მაკულატურა და ამბავი გამირკვიეთ ბიჭებმა რა, რა დაჯდება და როგორ.
* * *
ახლა პროსტო, იმას ვფიქრობ, რა თანმიმდევრობით მივყვე ავტობიოგრაფიის წერას. კორონავირუსის პერიოდით დავიწყო და წარსულისკენ გავყვე სამყაროს დასაბამამდე თუ მაქედან დავიწყო და ცოტა მომავალზეც ვისაუბრო...
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
* * *
წიგნს ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის გამო ვერ დავწერ. მიზეზები გახლავთ შემდეგი:
-ჩემი ამბიცია პირველ რიგში;
-ის, რომ მაგარი ნარცისისტი ბავშვი ვარ;
-ქართული ენა, კერძოდ კი მისი გრამატიკული აგებულება არ მომცემს იმის საშუალებას, რომ წიგნი მრავალ ენაზე თუ არა, ინგლისურად მაინც ითარგმნოს;
იცით რატომ?
პრობლემა ისაა, რომ არც ფრანგულში და არც ინგლისურ ენაში ზმნებს და მათ ფორმას არ აქვს ფუძე თუ ფესვი, რავი... და უმეტეს მათგანს რაღაც საერთო მახასიათებელი თვისებები აქვს, მაგალითად დაბოლოება აქვს ფრანგულში სამიდან (-er, -ir, -oir) ერთ-ერთი ყველა შემთხვევაში. ჩვენ კიდევ დაბოლოებები კი არა იმენა ზმნისწინები გვაქვს და დაბოლოებები საერთოდ არ გვაქვს, მოგონილი სიტყვებია ზმნების უმეტესობა და სანამ საფუძვლად გაიგებ რა უდევს, შეიძლება მზია და ზეზვა აღმოაჩინო. ამით ის მოისაზრება, რომ ქართული ენა უძველეს ენათა შორის ერთ-ერთია და ეს კარგიც არის და ცუდიც. ცუდი იმ პონტშია, რომ დიდი ხანი, პერიოდი და ხანა, ეპოქა, გავიდა ისე, რომ არაფერი ახალი დამატებია მას. ევროპული ენები კი დღითი-დღე თუ არა, დეკადებში მაინც იხვეწება ეტაპობრივად.
კარგი გამომრჩა რატოა:
რადგან რომ არა "ქართული ენის საფუძვლები" და მასში მიღებული არ-გამსვლელი ქულა თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ვინ იცის რა ჭაობში და სიდუხჭირეში მომიწევდა ჭყუმპალაობა ან ცოცხალი თუ ვიქნებოდი საერთოდ, ამათი მემაწვნე მზია დედებს ვტენე ერთი პოლიტრა ბანკა მაწონი თავმობმული სემიჩკანაყარი გაზეთით, რომელსაც მერე ტუალეტში გამოსაყენებლად ინახავენ.
ცხოვრებაზე დაგრუზული ზეზვა
This post has been edited by Cxvirchatlaxa2 on 19 Mar 2020, 16:21