#56173083 · 19 Apr 2020, 02:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში გილოცავთ, მრავალს დაესწარით. უამრავი უაზრო თემა იხსნება და ერთ თემას როგორმე გადაიტანთ, ისე რომ მინდა თითოეულმა თქვენგანმა იაქტიუროთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ.. ფორუმზე მითუმეტეს ამ განყოფილებაში, ძირითადად იმ ასაკის ადამიანები ვაქტიურობთ, რომელთაც მომავალში თავისი სიტყვა უნდა თქვან, თუ პოლიტიკურ მოვლენებში თავიანთი უშუალო აქტივობით არა, სამოქალაქო აქტივობით მაინც.. არაერთხელ მიფიქრია რეალური ძალაუფლება რომ მქონდეს თუ რას გავაკეთებდი და უამრავ აზრსა და იდეაში ვიკარგებოდი საბოლოოდ.. ამ ბოლო პერიოდში, ჩემი განათლებიდან და პროფესიიდან გამომდინარე, უშუალოდ მიწევს სახელმწიფო სტრუქტურებთან შეხება და ვფიქრობ რა მახინჯი რამ არის ის რაც ჩვენვე შევქმენით ადამიანებმა, ჩვენივე კეთილდღეობისათვის.. ამ დროს ვფიქრობ, რომ ღირს რაღაცის შესაცვლელად აქტიურობა, თუნდაც აგრესიული გზებით.. ძალიან მინდა თქვენი აზრი დააფიქსიროთ პირველი იმასთან დაკავშირებით, გიფიქრიათ, თუ არა პოლიტიკაში მოსვლაზე, თუნდაც დაგიშვიათ თუ არა ეს და თუ კი, პირველ რიგში რას გააკეთებდით და რას შეცვლიდით თქვენ რომ რეალური ძალაუფლება გქონდეთ?
პ.ს პოლიტიკაში თუ გადაიტანს მოდერატორი დამავალებს. მადლობა
This post has been edited by Sie`Hermine on 19 Apr 2020, 02:41
--------------------
Does anybody here remember Vera Lynn?
|