ალბათ რაღაც დოზით მანამდეც, მაგრამ განსაკუთრებით მას შემდეგ რაც "თავისუფალი ზონა" იშვა და ჩაბარდა ხაბაზს, აქ ძირითადად მხოლოდ პროპაგანდის, დეზინფორმაციის გავრცელების და მიზანში ამოღებული პიროვნებების გასაბანძებლად შემოდის უმრავლესობა...
იქნებ მოხდეს სასწაული და ქვემოთ დაკოპირებულზე დაფიქრდეთ და გააანალიზოთ ყველა მხარემ, განსაკუთრებით ხელისუფლებამ და ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებმა...
კილაძის გაზეთში კი წერს, მაგრამ ინსაიდერული ინფორმაციებიც აქვს და რაც მთავარია, პოზიცია ჩანს სახელმწიფოებრივი
Gocha Mirtskhulava
10 mins ·
ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ რუსეთის პოზიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში (ორი განცხადებით), თვალნათლივ ცხადჰყოფს, რომ
საქართველოს საგარეოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო / MFA of Georgia პასუხი და საქართველოში აშშ-ს საელჩოს US Embassy Tbilisi, Georgia რეაქცია 26 მაისის განცხადებაზე იყო ადეკვატური.
რას ემსახურება ეს ისტერია?
1. საქართველოს სახელმწიფოს, კონკრეტულად ხელისუფლების და პოლიტიკური კლასის შანტაჟს, საგარეო პოლიტიკური კურსის ერთმნიშვნელოვნად რუსეთის მიმართულებით წარსამართად. ამიტომ, კეთილი ინებოს ოპოზიციამ და თავი დაანებოს იდიოტურ და სახელმწიფოებრივად დამაზიანებელ ნარატივს ხელისუფლების პრორუსულობის შესახებ, რითაც ტვინს ურეცხავს საკუთარ მომხრეებს და ამავდროულად აზიანებს საქართველოს ინტერესებს საგარეო პოლიტიკურ არენაზე;
2. რუსეთისთვის, აბსოლუტურად მისაღებია ხელისუფლების "მშვიდობიანი" ცვლილება. ამ ვითარებაში კი დიდია პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა ცდუნების ალბათობა და აქ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო, იმ
სამსახურის მხრიდან, რომელსაც სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალება;
3. სახელმწიფოსთვის განსაკუთებით დამაზიანებელია ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში მყოფი "სასარგებლო იდიოტების" (ალბათ უფრო უსარგებლოების და თან იდიოტების) განცხადებები - "ასეთი დასავლეთის" შესახებ, რომელთანაც უნისონში გაჟღედა ეკლესიის მაღალი იერარქის "პირადი" მოსაზრება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის რევიზიის თაობაზე;
4. ცხადია, ლუგარის ლაბორატორია რუსეთისთვის კარგად "იყიდება" სამი მიმართულებით: ა) საკუთარი ობივატელისთვის პუტინის სიძლიერის მორიგი დემონსტრირებისთვის; ბ) საქართველოს პოლიტიკური კურსის ცვლილების მცდელობისთვის; გ) საგარეო მიმართულებით აშშ-სთან სავაჭროდ ირანის, ნავთობის და სხვა მისთვის სასურველი თემების გარშემო;
5. ვიმეორებ, საქართველოში "ხელისუფლების მიტაცების" გეგმის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ადგილზე საქართველოს საპატრიარქო და კონკრეტული იერარქები გახლავთ. ამის ხაზგასმა სულაც არ არის ეკლესიის დისკრედიტაცია, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ საპატრიარქოს სპიკერები სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი და უფრო მეტიც - ძირგამომთხრელი საქმიანობის გადასაფარად და მრევლის თანადგომის მოსაპოვებლად;
6. პოლიტიკურმა კლასმა, საქართველოს მოქალაქეებმა, ხალხმა და განსაკუთრებით მრევლმა, სრულად უნდა გაიაზროს რუსეთის ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის დიქტრინის ავტორის, ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების უმთავრესი ფიგურის - ალექსანდრე დუგინის აბსოლუტურად სწორად (!) (მათთვის სწორად) გააზრებული ფორმულა - საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის არ ყოლის და მოკავშირედ ქართველი ხალხის (რეალურად მრევლის) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გამოცხადების შესახებ;
7. გასაგებია, რომ სმე- მისი მმართველი ადმინისტრაცია - საპატრიარქო არ არის მრავალეთნიკური, სხვადასხვა რწმენისა და აღმსარებლობის მქონე მოქალაქეებით დასახლებული თანამედროვე ქართული სახელმწოფოს მოკავშირე. ისიც გასაგებია, რომ რუსეთისთვის ქართული პოლიტიკური კლასი - თუნდაც უკიდურესად რუსული ორიენტაციის - არ განიხილება საიმედო პარტნიორად. სწორედ ამიტომ არის საქართველოს "დამონების" ძალის ცენტრი საპატრიარქო, მისი უკიდურესად რეაქციული წარმომადგენლები და პოლიტიკური კლასის კეკლუცი ამ ძალასთან არის ყველაზე მოღალატეობრივი ქმედება რაც შეუძლია ჩაიდინოს 21_ე საუკუნის "შულავერის კომიტეტმა", მისმა მხარდამჭერმა ინტელიგენციამ - მეხუთე კოლონამ და ყველაზე მრავალრიცხოვანმა - "სასარგებლო იდიოტების" კრებულმა;
8. გაითვალისწინეთ ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც - არც თქვენი გამოცდილება, არც განსწავლულობა, არც სხვა უნარები არ გაძლევთ რეალურად იმის შესაძლებლობას დამოუკიდებლად აჯობოთ გარე და შიდა მტერს, იმიტომ რომ ისინი მეტად ვერაგნი და გამოცდილნი არიან. ჩვენ სხვა თუ არაფერი, ასაკიც არ გვიწყობს ხელს. მაგრამ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი კოზირი - "გამარჯვების ფორმულა": საქართველოს მინიმუმ პატივისცემა (სამშობლოს განცდა) და პარტნიორების მობილიზება. ამ ფორმულის რეალიზებისთვის კი აუცილებელია სტრატეგიულ საკითხთან დაკავშირებით ფართო პოლიტიკური კონსესუსი და კონკრეტულო მოვლენებისა თუ აქტორებისთვის საკუთარი სახელების დარქმევა;
9. არ არის დღეს ვითარებით სარგებლობის დრო. ახლა სწორად მოქმედების და რეაგირების დროა, არა ვინმეს დაკნინების, არამედ სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, მისი თავისუფლების საკითხებზე სრული ერთიანობის დემონსტრირების მომენტია.
https://www.facebook.com/gocha.mir/posts/10...6736?__tn__=K-R