სწორად მოიქცნენ, აქ სადავოც არაფერია. აქამდეც უნდა დათანხმებულიყვნენ.
ნაცები რომ რაც მოგივა დავითები არიან, კიდევ ერთხელ გამოჩნდა.
8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით თავიდანვე თქვეს რურუამ და დანარჩენებმაც, ჩვენ გამო ნუ ჩაშლითო.
გასაგებია, რომ მათი გამოშვება შეთანხმების ნაწილი იყო, ეს აშკარად და არაერთხელ გამოჩნდა, მაგრამ ოცნებამ თავი აარიდა ბოლომდე მის შესრულებას, რადგან თავისი მომხრეების გაღიზიანებას მოერიდა.
მაგრამ მაინც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ნაბოზარ კობახიძე-მდინარაძეებს ასეთი საჩუქარი არ უნდა გაუკეთო პროპაგანდისთვის. ეგენიც უნამუსოები არიან, იმედიც უნამუსოა და გახარიაც, თუმცა როგორც გვასწავლის [კაკოია თაბაგარი]ლაშა ნაცვლიშვილი, ყველგან [არქიფოა] ბიძინაა და უნამუსობის მთავარი ტვირთიც მის კისერზეა. კი ეგრეა, მაგრამ მხარდამჭერებს (რა მიზეზითაც გინდა უჭერდნენ მხარს, მიშა სძულთ, ბიუჯეტის ხვრა უნდათ თუ ორივე ერთად) პლუს ფული და სახელისუფლებო რესურსი – ამის გამოისობით ბიძინა ერთპიროვნული მმართველია. და რაც გინდა რეალობის დეფორმაციას ახდენდეს, ძალაუფლებას ინარჩუნებს. ეს არის ფაქტი.
კარგი, თუ ეს არ გინდა აღიარო, მაშინ 8 მარტის შეთანხმება ვისი მეშვეობითაც შედგა, ის დიპლომატებიც მთელი შემადგენლობით მოუწოდებენ ნაც+ევროებს, მიიღეთ კენჭისყრაში მონაწილეობაო. თუ ვერ ხვდები, მაშინ უნდა დაიჯერო მაინც.
თორემ ოცნება რომ გადამგდებია, განა საიდუმლოა.
აგერ თუნდაც სხვა უცხოელი დიპლომატი რას ამბობს:
„საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ოქტომბერში ჩატარდება, ქვეყნისთვის და საქართველოს ურთიერთობისთვის დასავლეთთან უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ შეშფოთება იმ იმედისა და მისწრაფების გამო გამოიხატება, რომ საქართველო ნამდვილად იყოს წარმატებული.
რატომ - ახლა უფრო მეტად? ვიტყოდი, როგორც ჩვენი დიალოგის დასაწყისში აღნიშნეთ, გასული ზაფხულის საპროტესტო აქციების შედეგად, ნამდვილი აფეთქება მოხდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის და ეს ყველაფერი თითქოს გადაწყვეტილების მიღებისკენ, კანონმდებლობისკენ მიდიოდა. შემდეგ ეს ჩაიშალა, თუმცა შემდეგ, 8 მარტის შეთანხმებით, თითქოს ისევ შესაძლებელი გახდა.
არსებობს შეგრძნება, რომ ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვნია, როგორც მთავრობამ, ისე ოპოზიციამ, ამ შეთანხმებას მისდიოს, გააუმჯობესოს საარჩევნო სისტემა, მთლიანად მიიღოს მონაწილეობა საქართველოს დემოკრატიაში და არჩევნები წარმატებად აქციოს“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/60...-ver-daivicqebsევროებმა აჩვენეს, როგორადაც უნდა სძულდეს ბევრს, რომ ყველაფერთან ერთად, პოლიტიკური ინსტიქტი მაინც უტოკავთ. ნაცები კი... ნაცები რომ ასეთები არ ყოფილიყვნენ, ხომ არ ჩაიდენდნენ იმ დანაშაულებს, რაც ჩაიდინეს და შესაბამისად, ვერც ქვეყანას მოასხდებოდნენ თავზე ეს ჯოჯოები, რომლებიც ახლა ასხედან.
რუსეთი უნდა დაინგრეს.