#62408548 · 22 Dec 2025, 23:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Master_Nick მადლობაა, მოყვარულის დონეზე ვარ, რა საცხობი : )) კარგი და ჯანსაღი პურები შეგიძლია იყიდო კვირაობით რესტორან ეზოს ფერმერულ ბაზარში. ბევრი სხვა ჯანსაღი პროდუქტიც აქვთ ხოლმე ფერმერებს გამოტანილი.
fermina
ეგ ბუნებრივი მქონდა მეც, მაგრამ კვებამ მომკლა და მაჭრის საფუარი დავაყენე. იმით ვაცხობ. ყურძენი დავჭყლიტე, დამაჭრდა, შემდეგ გადავწურე, მოვზილე მაჭარი და სიმინდის ფქვილი და გავაშრე კარგად, 40-50 გრამიანი კოკრები და შევინახე მაცივარში. თითო გუნდით ვაცხობ 1კგ-მდე პურს. აპარაც შეგიძლია დააყენო ხან მშრალი საფუვრით, ბუნებრივი თუ არ გაქვს. ფქვილს რაც შეეხება, ბიო მეურნეობა ფონადან გამოვწერე დოლის ცეხვილი, პირველი ხარისხი და ჭვავიც. ისე, ანზორ მაისურაძეს უფრო იაფად აქვს. მოაქვს თბილისში ადგილზე. ფქვილიან ხელებში ხომ ხარ, მანდ დევს მისი ნომერი და შეგიძლია დაურეკო. აჰ,დამავიწყდა მეპასუხა, ხელით ვზელ და ჩვეულებრივ ღუმელში ვაცხობ.
This post has been edited by sophka on 22 Dec 2025, 23:25
--------------------
Happily married… The sophisticated woman ;)
|