Internet_Contraband
☠ ქართველი მეკობრე ☠

        
ჯგუფი: Members
წერილები: 46754
წევრი No.: 4293
რეგისტრ.: 9-February 04
|
#56593213 · 23 Jul 2020, 12:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იყო დრო, როცა ეს ქვეყანა საინტერესო რაღაცეებს აკეთებდა და საპატრიარქოსტანია არ ერქვა.
23 ივლისს ეძიკას ბრძანებით აღინიშნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღე, სამწუხაროდ უკანასკნელი ჯერჯერობით.
QUOTE | ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, თავდაცვითი თემატიკით, საქართველოში დამუშავდა და შეიქმნა მიწისზედა რაკეტსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტების სტარტის ადრეული აღმოჩენის კოსმოსური საინჟინრო რადიოტექნიკური კომპლექსები.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში დაპროექტდა 12 მეტრი დიამეტრის მქონე, გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორი, გერმანული კომპანია “დაიმლერ ბენც აეროსპეის”-ის შეკვეთით.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დაპროექტდა და დამზადდა საქართველოში. კოსმოსური ობიექტის წინასაფრენოსნო საქარხნო და სასტენდო გამოცდები ასევე საქართველოში ჩატარდა.
ქართული კოსმოსური ობიექტის კოსმოსურ ორბიტაზე გაყვანისა და გამოცდის წარმატებით ჩატარების შემდეგ, ახალი თაობის კოსმოსური გასაშლელი რეფლექტორული ანტენების დარგში, პირველ ეტაპზე, ჩატარდა ერთობლივი სამუშაოები იტალიურ კომპანია “ალენია აეროსპაციო”-სთან.
უფრო მოგვიანებით კი, სამუშაოთა კომპლექსი აღნიშნული მიმართულებით დაიწყო მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად ევროპული კოსმოსური სააგენტოს შეკვეთით და უშუალო მონაწილეობით.
უშუალოდ აეწყო 31-ე ქარხანაში და საგურამოს კოსმოსურ ნაგებობათა ცენტრში კოსმოსური უწონადობის საიმიტაციო წყლის რეზერვუარში გამოიცადა.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია, საქართველოში კოსმოსური ტექნიკის და სამხედრო-საინჟინრო სამეცნიერო დარგების ფუძემდებელი ელგუჯა მეძმარიაშვილი
2006 წელს, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის რეორგანიზაციის შედეგად, მისი ინიციატივით შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი, სადაც ელგუჯა მეძმარიაშვილი დღემდე იკავებს გენერალური კონსტრუქტორის და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებს.
|
QUOTE | პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის კონსტრუქცია, დაკეცილი კოსმოსური სატრანსპორტო პაკეტის სახით განთავსებულ იქნა კოსმოსურ ხომალდ “პროგრეს – M-42”-ზე, რომელიც კოსმოდრომ “ბაიკანურ”-იდან 1999 წლის 16 ივლისს, “ღამის სტარტით” ორბიტაზე გაიყვანა რაკეტა-მატარებელმა “სოიუზ T.M-22”- მა.
კოსმოსური ხომალდი “პროგრეს – M-42”-ი ორბიტალურ სადგურ “მირ”-ს შეუპირისპირდა 1999 წლის 18 ივლისს და კოსმონავტებთან - სერგეი ავდეევთან, ვიქტორ აფანასიევთან და ჟან-პიერ ენიერესთან, მიიტანა “სასარგებლო ტვირთი” - ქართული რეფლექტორის დაკეცილი სატრანსპორტო პაკეტი და თბილისში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასტენდო დარბაზში გადაღებული ვიდეოფილმი მისი მონტაჟისა და გაშლის შესახებ. ორბიტალურ სადგურ “მირ”-ზე დაიწყეს რეფლექტორის გამოცდისათვის მომზადება.
23 ივლისს რეფლექტორის გაშლის სიდიდემ მისი დიამეტრის ზომის 40-45%-ს მიაღწია, კოსმონავტებმა ღია კოსმოსურ სივრცეში ხუთ საათზე მეტი დრო დაჰყვეს და მთლიანად ამოწურეს სკაფანდრების ერთჯერადი რესურსი, რის გამოც ისინი იძულებულნი გახდნენ შეეჩერებინათ ცდა და დაბრუნებულიყვნენ ორბიტალურ სადგურში.
ცდა გაგრძელდა 28 ივლისს. ამ დროს კოსმონავტმა აღმოაჩინა, რომ ჩართვა არასწორი იყო, საკმარისი იყო ელექტროკვება გადართულიყო 27 ვოლტზე, რომ ყველაფერი საშტატო რეჟიმში ჩადგა - კოსმოსური რეფლექტორი 100%-ით გაიშალა და მიიღო საპროექტო ფორმა. გამოცდების სრული ციკლით ჩატარების შემდეგ დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპის სამზადისი. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – რეფლექტორის ჩამოცილება ორბიტალურ სადგურ “მირ”-იდან.
|
ამ საცდელი რეფლექტორისა და გაშლის მიზანი იყო დაედგინათ, რამდენად ეფექტური იყო მსგავსი კონსტრუქციების გაგზავნა კოსმოსში (ანუ ჯერ რო დაკეცილია და მერე იშლება)
QUOTE | რეფლექტორის დაკეცილ მდგომარეობაში ღია კოსმოსურ სივრცეში გატანა, მისი წარმატებული გაშლა და გამოცდების პროგრამით გათვალისწინებული პარამეტრების დადგენა, რომლებმაც ყველა ეტაპზე სრულად დააკმაყოფილა ცდის მოთხოვნები, მსოფლიო კოსმონავტიკაში გახდა ახალი ტექნოლოგიების დასაწყისი, დიდი ზომის ზუსტი, ხისტი და მსუბუქი კოსმოსური რეფლექტორის შექმნისა და პრაქტიკული რეალიზაციის მხრივ.
აღნიშნული ტიპის რეფლექტორებით შესაძლებელია მსუბუქი, ზუსტი და ხისტი ანტენების და მზის ენერგიის კონცენტრატორების დამზადება ზომით 5-დან 30-მეტრამდე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კოსმოსურ ტექნიკაში.
დიდი გასაშლელი კოსმოსური რეფლექტორული ანტენების გამოყენებით ხდება ბალისტიკური რაკეტების სტარტის აღმოჩენა, წყალქვეშა ნავების გადაადგილების განსაზღვრა, თვალთვალი და კონტროლი სამხედრო ტექნიკის დისლოკაციისა და გადაადგილებისა, სატელეკომუნიკაციო ამოცანების გადაწყვეტა, მობილური კავშირგაბმულობის უზრუნველყოფა, დედამიწის, კლიმატის, ფაუნისა და ფლორის, ჰიდრორესურსების, წიაღისწულის შესწავლა და სხვა დარგების მომსახურება, რადიო და სატელევიზიო გადაცემების უზრუნველყოფა და მრავალი სამეცნიერო ამოცანების გადაწყვეტა.
|
--------------------
Sic semper tyrannis⚡️
|