ესე იგი რა ხთება
თავიდან გებოდიშებიან
მერე გეფერებიან, გპირდებიან ნათელ მომავალს
და მერე გაყიდულებს და მოღალატეებს გეძახიან
კარტოფილეეე
მეორეს მხრივ
ზვიადი თქვენ აირჩიეთ და როგორ დაამთავრა კი იცით
ედიკა და პურის რიგები, უშუქობა
მიშაც და ბიძინაც
ხოდა ვინც არჩევნებზე არ დადის იმას რად ლანძღავთ?
არჩევნებზე არ წასვლაც არჩევანია
ერთ ქვეყანაში, როგორც ხდება ხოლმე ერთი ბოროტი ხელმწიფე და ბრძენი კაცი ცხოვრობდნენ. ხელმწიფეს არ მოსწონდა ბრძენი მარა ვერ იშორებდა, ხალხის რისხვის ეშინოდა. ბოლოს მაინც შარი მოუდო უტიფრად და ხალხის დასანახად სპექტაკლი დადგა. შეჰყარა ხალხი და მიმართა, მე ყველაფერი ვაპატიე ბრძენს, მისი ბედი განგებას მივანდოთ დავუდგათ ორი ქოთანი, ერთში ჩავაგდოთ ქაღალდი წარწერით - სიკვდილი, მეორეში სიცოცხლე. ამოიღოს მერე ამ კაცმა თავისი ბედი და რაც შეხვდება ისე მოვიქცევიო . ბრძენმა კარგად იცოდა რომ ორივე ქოთანში სიკვდილის წარწერა ეგდო, მარა ამის შემოწმებას ვინ გაუბედავდა ხელმწიფეს ? მივიდა ბრძენი ქოთანთან , ამოიღო ერთი ქაღალდი და გადაყლაპა. ეს რა ქენიო მივარდნენ მცველები, ეხლა როგორ გავარკვიოთ შენი ბედის ამბავიო. ბრძენმა უთხრათ, მე ჩემი ბედი გადავყლაპე , ამოიღეთ მეორე ქოთნიდან ქაღალდი და რაც ეწერება იმის საპირისპიროდ მოიქეცითო ასე გადაირჩინა თავი ბრძენმა..
ხოდა ეხლა არჩევნებზე რომ წახვალთ აღეთ თქვენი ბიულეტენები და შეჭამეთ, იმიტომ რომ ზედ სიცოცხლე არცერთს არ აწერია

იური ჩეკურიშვილი