ერთ ერთმა ფბ მომხმარებელმა გაავრცელა ეს ამბავი. მისი ნებართვით ვდებ აქაც რათა უფრო მეტმა გაიგოს ამ თაღლითების შესახებ და უფრო ნაკლები ადამიანი დაზარალდეს სამომავლოდ

ცუდი ამბავი უნდა გაგახსენოთ მეგობრებო.
2020 წლის ივლისში პოსტი დავდე მანქანების ჩამოყვანის თაღლითობის სქემაზე.
მას შემდეგ რამდენი ვინმე შემხვდება, ყველა მეკითხება ,,მანქანების ამბავზე" რა ხდება. დაიჭირეს ის თაღლითები? პოლიცია რას შვება?
აქვე მოვყვები მეგობრებო რა ხდება.
ეს, მარცხნივ რომ არის, აკაკი გაგუაა. დიდი ხნის ნაცნობი.ამერიკან ტრანსში მუშაობს. მანქანებზე რომელზეც ფული გადამარიცხინა, თვეები მწერდა დღე დღეზე პორტში მიიყვანენო. მერე აღმოვაჩინე რომ მატყუებდა.
ეს კაცი. მარჯვნივ რომ არის, აკაკი გაგუას სიძეა. შალვა ცომაია. ამერიკან ტრანსის დირექტორი. ყოფილი პოლიციელი. წერილებს მიგზავნიდა ვაიმე ეს რა დაგვემართა სექტემბრამდე ფულს დავაბრუნებთო.
ვიცოდი რომ არაფერს დააბრუნებდა - თაღლითური პირამიდა იყო.
ამათი არც დრო მქონდა და არც ნერვები. ავიყვანე ადვოკატი და დაიწყო სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით პოლიციაში ამ ადამიანების წინააღმდეგ.
ყველა მტკიცებულება წარვადგინე რომ თაღლითობდნენ ( მიმოწერები, ვიდეო ჩანაწერი).
ამის შემდეგ დაიწყო ძალიან მაგარი ამბები.
ჯერ ვაკე საბურთალოს პროკურატურამ 3 თვის ფიქრის შემდეგ საქმე გადაისროლა, ძველი თბილისის სამმართველოში. მიზეზი - კომპიუტერი რომლითაც თანხის გადარიცხვა მოხდა ძველი თბილისის ტერიტორიაზე იყოო და ჩვენ არ გვეკუთვნის საქმეო.
მაგის შემდეგ ძველი თბილისის პროკურორი თამარ პაპავა იძიებს და იძიებს და იძიებს.... არადა ყველა მტკიცებულება საქმეში დევს.
მოკლედ დიდი ეჭვია რომ ამ საქმეს მფარველობენ.
როდესაც ეს ამბავი გავახმაურე, აღმოჩნდა რომ აკაკი გაგუას კიდევ 40 ადამიანამდე ყავს მოტყუებული. ჩემი ზაფხულის პოსტის შემდეგ 7 კაცი დამიკავშირდა. რომ იცოდეთ რა საწყალი ხალხი ყავთ გადაყრილი, ბოლო კაპიკები რომ შეაწებეს და სატაქსაოდ უნდოდათ მანქანები.
მე ჩემი მხრიდან ამათ ბოლომდე მივყვები სამართლებრივად, მათ შორის მალე აქციასაც დავაანონსებ პროკურატურასთან.
ამ ადამიანების სახეები და მაქინაციები თავის დროზე რომ ყველას ენახა ძალიან ბევრი ადამიანი გადარჩებოდა.
ფაქტია რომ ამ ქვეყანაში სამართლის პოვნა კანონით თითქმის შეუძლებელია.
ამიტომ გადააზიარეთ ეს პოსტი მეგობრებო რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა აარიდოს თავი ამ ხალხს და იგივე პრობლემების წინაში არ აღმოჩდნენ
This post has been edited by √‼‼VσÜ¥ on 23 Feb 2021, 06:09