forumistvisკონკრეტულად ღიპის დასაგდები ვარჯიშები არ არსებობს. ანუ პრესები რომ აკეთო მაგალითად, ღიპს ვერ დაიგდებ მაგით.
ცხიმის კონკრეტულ ადგილში დაწვა შეუძლებელია, ეს ერთი.
ზოგადად სხეულის body fat % უნდა დაიგდო. მაგალითად 25% ცხიმი თუ ხარ, 15 ან 20-ზე შეიძლება გაგიქრეს ღიპი, გააჩნია როგორი აღნაგობა გაქვს, პირველად საიდან იწოვს შენი ორგანიზმი ცხიმს და ა.შ, ინდივიდუალურია.
ასევე მხოლოდ ვარჯიშით ზოგადად ძალიან რთულია წონის დაგდება თუ სწორი დიეტა არ შეუთავსე, მარტო ვარჯიში ცოტა კალორიებს წვავს.
დღეს თავზე გადავიმხე ყველაფერი და სულ 300 კალორია დავწვი. მსუქან-ღიპიანი რომ ვიყო და დასუსტება მინდოდეს ძაან რთული იქნებოდა მხოლოდ ვარჯიშით.
შენი სიმაღლის მიერ გამოთვალე კალორიების დღიური საჭიროება მაგალითად აქ:
https://www.calculator.net/calorie-calculator.htmlდა დეფიციტზე დაჯექი მაგალითად 250-300 კალორიის დეფიციტზე, პლიუს ვარჯიში შეუთავსე.