ვლადიმერ პოზნერ უმცროსი 1934 წელს დაიბადა პარიზში
მამა ვლადიმერ პოზნერ უფროსი ყავდა რუსი-ებრაელი დედა ფრანგი-კათოლიკე
მეორე მსოფლიო ომის დროს პოზნერები ამერიკაში ემიგრირდნენ
პოზნერის მამა ვლადიმერ პოზნერ უფროსი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის მთავრობაში მუშაობდა და საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების აგენტი იყო რის გამო ფედერალური ბიუროს ყურადღებაც მიიპყრო
ამის გამო პოზნერებმა საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტეს თუმცა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოზნერის მამას "დივერსიული ელემენტის" სტატუსი მიანიჭა და ქვეყანაში არ შეუშვა
საბოლოოდ პოზნერების ოჯახი 1948 წელს ბერლინის საბჭოთა სექტორში გადავიდნენ
პოზნერ უმცროსმა ბერლინში სწავლება გაიარა საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის ოფიციალურ სკოლაში
1952 წელს ოჯახი მოსკოვში გადავიდა სადაც პოზნერ უმცროსმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და ადამიანის ფიზიოლოგიის განხრით დაამთავრა
1961 წელს პოზნერმა დაიწყო მუშაობა KGB-ს დეზინფორმაციის დეპარტამენტისთვის "ჟურნალისტად" ამერიკაში გამოცემული საბჭოთა ჟურნალისთვის სახელად "საბჭოთა ცხოვრება" მოგვიანებით 1967 წელს ის გადავიდა მონათესავე ჟურნალ "სპუტნიკ"-ში ხოლო მოგვიანებით ტელე პერსონად და ამერიკაში "საბჭოთა კავშირის სპიკერად" იქცა
პოზნერ უმცროსის ჟურნალისტიკის ნიღაბით წარმოდგენილი საბჭოთა გავლენის კამპანიები ამერიკაში ძირითადად მოიცავდა საბჭოთა კავშირის შიდა თუ გარე პოლიტიკის გამართლებას და რაციონალიზაციას
იგი არ ერიდებოდა ყველაზე მგრძნობიარე თემებსაც ქარიზმით გამოირჩეოდა და რაციონალიზაციით ცდილობდა საბჭოთა კავშირისა და სხვა დასავლური ქვეყნების პოლიტიკებს შორის პარალელების გავლებას
დღეს დღეობით პოზნერ უმცროსი რუსეთში მოღვაწეობს
https://en.wikipedia.org/wiki/Vladimir_Pozner_Jr.
https://en.wikipedia.org/wiki/Vladimir_Pozner_Sr.
პარლამენტის თავმჯდომარის სკამში როდის აპირებს ჩაჯდომას?