თბილისში შუქრუთელი მოშიმშილეებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართება
ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებს, რომლებსაც 26-ე დღეა პირი აქვთ ამოკერილი და შიმშილბენ, თბილისში სოლიდარობას გამოუცხადებენ. აქცია ხვალ, 6 ივნისს, 14:00 საათზე, თავისუფლების მოედანთან, პუშკინის სკვერში გაიმართება.
აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაცია „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC) და საზოგადოებრივი მოძრაობა „მომავლის ჭიათურა“ არიან.
სწორედ ამიტომ, უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში, მათ პროტესტის უკიდურეს ზომას - პირის ამოკერვასა და შიმშილობას მიმართეს. შემოგვიერთდით. ერთად გავაპროტესტოთ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ამ ადამიანების კერძო საკუთრების დაზიანება, გარემოსთვის მიყენებული ზიანი და სახელმწიფოს უმოქმედობა“, – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიმართვაში.
სოფელ შუქრუთის ქვეშ, მაღაროში, „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანია მანგანუმს უკონტროლოდ მოიპოვებს, რის გამოც სოფელში სახლები ინგრევა, ეზოებში კი თვალუწვდენელი ღრმულები გაჩნდა და იქ ცხოვრება საშიში ან შეუძლებელია. დაზარალებული მოსახლეობა სამართლიანი კომპენსაციის გადახდას ითხოვს ცხოვრების უსაფრთხო ადგილზე გასაგრძელებლად.
მეექვსე დღეა მოშიმშილეები თბილისში ჩავიდნენ და აქცია აშშ-ს საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს, სადაც მათ კარვის დადგმის უფლება არ მისცეს. შუქრუთელებს მანქანაში ან ღია ცის ქვეშ სძინავთ. ელჩმა კელი დეგნანმა თქვა, რომ იმედი აქვს, მათი წუხილი მოსმენილი და გაგონილი იქნება. ამ დრომდე მოშიმშილეებს არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ გამოხმაურებია.
პროტესტის მონაწილეები გუშინ მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ და წყლის დალევაზეც უარი თქვეს. აქციის მონაწილეებს ფეხზე დგომა უჭირთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე სჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
https://reginfo.ge/people/item/22456-tbilis...qzia-gaimartebaყველა ერთად არ მიაწყდეთ, გაითვალისწინეთ, მაინც პანდემიაა.