სერ რობერტ პილი თანამედროვე, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული პოლიციის დამაარსებლად ითვლება. სწორედ მისი ზედამხედველობითა და შთაგონებით შეიქმნა ლონდონის საქალაქო (მეტროპოლიტანური) პოლიცია 1829 წელს.
ხალხისთვის მომუშავე პოლიციის ცხრა პრინციპი, რომელიც სერ რობერტმა შეიმუშავა დღესაც წარმოადგენს პოლიციის სამსახურისათვის სახელმძღვანელოს:
პოლიცია იმისთვისაა შექმნილი, რომ არ დაუშვას დანაშაული და უწესრიგობა. ესაა მისი მთავარი მისია.
პოლიცია თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, თუკი მის მოქმედებას საზოგადოება არ დაუჭერს მხარს.
პოლიციამ უნდა უზრუნველყოს საზოგადოების ნებაყოფლობითი თანამშრომლობა კანონიერების დასაცავად, რადგან მხოლოდ ამ გზით მოიპოვებს და შეინარჩუნებს ის საზოგადოების ნდობას.
რაც უფრო იზრდება პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენების აუცილებლობა, მით უფრო მცირდება მის მიერ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა.
პოლიცია საზოგადოების მოწონებას უნდა ეძიებდეს და ინარჩუნებდეს არა საზოგადოებრივი აზრისადმი მონობით, არამედ კანონისადმი ყოველმხრივ ნეიტრალური მორჩილების ყოველწამიერი დემონსტრირებით.
პოლიცია ფიზიკურ ძალას მხოლოდ იმდენად უნდა იყენებდეს, რამდენადაც ეს აუცილებელია კანონიერებისა დაცვის ან წესრიგის აღსადგენად და მხოლოდ მას შემდეგ, როცა დარწმუნებით, რჩევითა და გაფრთხილებით ვერაფერს გახდება.
პოლიცია მუდამ უნდა ინარჩუნებდეს იმგვარ ურთიერთობას საზოგადოებასთან, რომ ამ ისტორიული ტრადიციას სცეს პატივი: პოლიცია საზოგადოებაა, საზოგადოება კი - პოლიცია; პოლიცია საზოგადოების ერთადერთი ნაწილია, რომელსაც საზოგადოება ჯამაგირს უხდის, რათა სამსახურეობრივად ასრულებდეს ნებისმიერი მოქალაქის მოვალეობას, უზრუველყოს საჯარო სიკეთე და საყოველთაო უსაფრთხოება.
პოლიციის ნებისმიერი მოქმედება მკვეთრად უნდა რჩებოდეს მის ფუნქციების ფარგლებში და არასოდეს მოახდინოს სასამართლოსთვის მინიჭებული ძალაუფლების უზურპირება.
პოლიციის წარმატებას დანაშაულისა და უწესრიგობის არარსებობა მოწმობს და არა პოლიციის თვალშისაცემი მოქმედება მათთან საბრძოლველად.
* * *
ეს, პოლიციის ყველა განყოფილების კაბინეტებში უნდა იყო გამოკრული.
ხოლო შსს-ს შენობაზე, ტიტრებად უნდა გადიოდეს
პს
თუ გვინდა რომ გავოზარდოთ, როგორც საზ-ება!