აი ძმაო, მერე გწყინთ რააა !!!
ამისთანა შეკითხვას რომ კაცი დასვავ, რაღა პრეტენზია უნდა გქონდეს ან განათლებაზე, ან ჰუმანურობაზე, ან ადამიანობაზე ???
შე კაი ადამიანო, ადამიანები ვართ ყველა, უბრალოდ რომ ავიღოთ, შენნაირი ადამიანი შიმშილს იწყებს, ანუ შიმშილით სიკვდილზე მიდის და ერთხელ მაინც არ უნდა მიხვიდე და კითხო რათომ შვები ამასო ???
აქ კი უბრალო ადამიანი კი არა, შენი ქვეყნის ერთ პერიოდში რჩეულ ადამიანზეა საქმე (ცუდი იყო, კაი იყო ეს სხვა თემაა) , - მერე გიკვირთ რატომ გვთვლის დასავლეთი ჩამორჩენილი აზროვნების ქვეყნად !!!
აბა რას მიკეთებს სახელმწიფო ??? მისი ქვეყნის პრეზიდენტი შიმშილობს, ერთხელ მაინც შევიდა ვინმე და კითხა რატომ შიმშილობს ???
სახელმწიფო სტრუქტურებიდან ვინმე ერთი მაღალჩინოსანი მაინც დამისახელე ვინც შევიდა და უბრალოდ ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე მოიკითხა მხოლოდ-და-მხოლოდ შიმშილობის გამო
ესაა ძმაო სახელმწიფო ??? ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება გინდა ძმაო ???
შენ რომ გაგიჭირდება ასეთი სახელმწიფოს იმედად დადგები ძმა ???
და სხვა რა არის სახელმწიფო თუ არა იმედი თითოეული ადამიანისათვის ?!
შენ რომ უბრალო ადამიანი ხარ და პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებ, ვალდებულია მოვიდეს შენთან და ის მაინც გკითხოს რატომ სჩადი ამას, არათუ ყოფილი პრეზიდენტი რომელიც ჯერ ერთი ციხეში უზით კაცმა არ იცის რატომ, და მეორე - კაცი შიმშილობს 35-ე დღეა და კაცი არ შესულა არ უკითხავს რას აპროტესტებს, გარედან განცხადებებით ელაპარაკებიან პატიმარს ...
ამ ვითომ-ქრისტიანებზე და პროქსი-საპატრიარქოზე ხო საერთოდ აღარც მაქვს საუბარი !!!