მოკლედ ესეთი ამბავი შემემთხვა ამაზონზე, გამოვწერე meta ques 3, ფასდაკლება იყო 512 გბ-იანზე, 500 დოლარად ჰქონდათ
https://www.amazon.com/dp/B0CD1JTBSC/ref=tw...oding=UTF8&th=1მაგრამ ამის ნაცვლად ხელში შემრჩა ეს რაღაც სათამაშო
გადამზიდი usa2georgia, ამათ აქვთ ესეთი რაღაც რომ სურათებს ტვირთავენ გადაფუთვამდე ანუ როგორი სახით მიიღეს ამანათი და გადაფუთვის შემდეგ, ასევე რამდენი კგ იყო გადაფუთვამდე და რამდენი დაზოგე მაგრამ სამწუხაროდ ამას გამოგზავნის შემდეგ დავაკვირდი, ანუ რეისი უკვე გამოსული იყო რომ მეთქვა არ გამოუშვათ, ეგ არაათქო.
რათქმაუნდა მივწერე ამაზონსაც, ძალიან შეწუხდნენ მაგრამ შეცდომით გამოგზავნილი ნივთი უნდა დაგვიბრუნოთ რომ მოხდეს თანხის ანაზღაურებაო, ავუხსენი რომ მაგათი კურიერი ვერსაიდან ვერ წაიღებდა ნივთს რადგან ამერიკაში არ ვცვხოვრობTქო, არა უნდა დავგვიბრუნოთ ნივთიო, ისე არაო.
კაი რახანდ ასეა მითხარით მისამართი და გამოგიგზავნითთქო, საქართველოში ვცხოვრობ და თქვენი ფოსტა აქ ვერ მოვა ნივთის წასარებათთქო და სამწუხაროდ არაგვაქ ფიზიკური მისამართი სადაც გადმოაგზავნით ნივთსო, მოკლედ ამაზე რათქამუნდა გავგიჟდი, რადგან თქვენ მისამართი არაგაქვთ ამიტომ 500 დოლარი უნდა დავკარგოთქო და სამწუხაროდ სხვანაირად ვერ მოხდება, უნდა წავიღოთ ეგ ნიოვთი რომ თანხა დაიბრუნოთო.
თან გაითვალისწინეთ პრაიმი მაქვს ჩართული და თვეში 15 დოლარს ვიხდი, მეგონა ესეთი შემთხვევების დროს გამომადგებოდა პრაიმის სტატუსი მაგრამ ჩემი ფეხები, დამიკიდეს მოშნად ჩემი პრაიმიანად, თან ერთხელ კიარ ველაპარაკა საფორთს, ერთ 10 სხვადასხვა ტიპს ველაპარაკე 2-3 დღის განმავლობაში.
შემდეგ usa2georgia-საც მივწერე, მართალია ნივთი მათ არ დაუკარგიათ და ისიც ვიცოდი რომ უკან ეგენი ნივთს არ აგზავნიან მაგრამ იქნებ თქვენს ამერიკის საწყობში დააბრუნოთ ნივთი რომ მერე ამაზონმა წაიღოსო მაგრამ სამწუხაროდ ეგ შეუძლებელიაო.
საბოლოოდ გამოვდა რომ კვესტის მაგივრად ეს 25 თუ 30 დოლარიანი სატამაშო შემრჩა ხელში
ასე რომ გაფრთხილდით თქვენც, შეარჩიეთ ისეთი გადამზიდი ვინც თავიანთ ამერიკის საწყობში მაინც დააბრუნებს ხოლმე ნივთს რომ თუ რამე ამაზონს მარტივად დაუბრუნოთ ან დეფექკიანი ან შეცდომით გამოგზავნილი ამანათი