კაროჩე რაღაც ფბ-ზე ატრიალებენ ამ ბოდვას
ევროკავშირში მიღების დაპირება გეოპოლიტიკის იარაღია. უკეთესი ცხოვრების დაპირება გახდა სატყუარა რომლითაც მოიპოვეს ჩვენი ლოიალობა საკუთარ ინტერესებში. ისარგებლეს იმით რომ ღარიბი ქვეყნის მოტყუება კარგი ცხოვრების დაპირებით იოლია.
ნახევარი საუკუნის წინ თურქებს დაპირდნენ იგივეს. რასაკვირველია თურქეთს არ მიიღებენ, მითუმეტეს არ მიიღებენ საქართველოს რომელიც თურქეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. ევროკავშირს რომც უნდოდეს ჩვენი მიღება, თურქეთი არ მისცემს საშუალებას, თურქეთის გვერდის ავლით მიგვიღონ ჩვენ. თურქეთი რომელიც შვედეთის და ფინეთის ნატოში მიღებას ბლოკავს, გაცილებით იოლად დაბლოკავს საქართველოს მიღებას.
დახედეთ რუკას. არ არსებობს ევროკავშირის წევრი არცერთი ქვეყანა რომელსაც ევროკავშირთან სახმელეთო კავშირი არ აქვს. საქართველო კი დაშორებულია ორი ათასი კილომეტრით. ჩვენგან განსხვავებით მოლდოვა ევროპაა, რუმინეთის ნაწილი. უკრაინის ტერიტორია დნეპრის დასავლეთით ასევე ევროპაა. აღარაფერს ვამბობ ბელორუსზე რომელიც საერთოდ ისტორიული პოლონეთია, ბელორუსული ენა კი პოლონური დიალექტი. ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში მიღებას ეწინააღმდეგება რუსეთი. ჩვენ შემთხვევაში კი არსებობს სხვა წინააღმდეგობა: თურქეთი და გეოგრაფია.
კანდიდატის სტატუსი არაფერს არ ნიშნავს. საქართველოს მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთან განხილვა კი ნიშნავს მოლდოვას და უკრაინის შანსების შემცირებას. საქართველომ თავისი გეოპოლიტიკა უნდა ააგოს იმ გათვლაზე რომ არსად არავინ სერიოზულად არ გვეპატიჟება.
უკეთესი ცხოვრების დაპირების გამო, საკუთარი იდენტობის და გეოპოლიტიკური მდებარეობის უგულვებელყოფამ დიდი ეკონომიკური. პოლიტიკური და კულტურული ზიანი მოგვიტანა. საქართველოს პოლიტიკა არ შეიძლება ილუზორულ პერსპექტივებზე იყოს დაფუძნებული. რასაკვირველია ეს არ ნიშნავს ოფიციალურად უარის თქმას. დაპატიჟება თავაზიანად უნდა მივიღოთ, მაგრამ ვაგრძნობინოთ რომ ვიცით რომ იტყუებიან.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი - ლევან ჭოტორლიშვილი
ხოდა მითუმეტეს გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი ასეთ რამეს რომ იძახის არის უბრალოდ სამარცხვინო და ხალხის შეცდომაში შეყვანა
კ ვ ი პ რ ო ს ი ! და ჩაიბეჭდეთ ეს ტვინში, არის მაგალითი და პრეცედენტი იმის, რომ შეიძლება არც სახმელეთო კავშირი გქონდეს ევროკავშირთან და ამასთან სხვა სახელმწიფოსთან ტერიტორიული პრობლემები გქონდეს მოუგვარებელი (კვიპროსი ორადაა გაყოფილი) მაგრამ მაინც იყო ევროკავშირის წევრიდა მეორე, აბსოლოტურად ყველა ქვეყანას, რომელიც არის ევროპის საბჭოს წევრი, აქვს უფლება და შესაძლებლობა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი.
ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები (ბელარუსი და რუსეთი გარიცხული)

ევროკავშირის წევრი ქვეყნები
This post has been edited by Joker13 on 15 Jun 2022, 21:55