მოგესალმებით,
მაქვს დაწერილი პატარა პროგრამა და მინდა გავყიდო უცხოელებზე. პროგრამა სპეციფიკურ ნიშაშია და მასიურ გაყიდვებს არ ველოდები (Microsoft ვერ გავხდები უახლოეს მომავალში

).
დეტალები:
1. პროგრამის გაყიდვას ვაპირებ შესაბამისი ნიშის ფორუმზე.
2. ველოდები რომ მყიდველები იქნებიან აშშ/ევროპა/ინდოეთი. გადახდებს მივიღებ PayPal-ში რაც არის დეფაქტო სტანდარტი ნიშაში
3. თვეში მაქსიმუმ $500-ზე თუ ავალ, პირველ თვეებში სავარაუდოდ $100-$200 იქნება.
იმისთვის რომ დავიწყო პროგრამის გაყიდვები, ვაპირებ რომ დავრეგისტრირდე როგორც ინდ.მეწარმე (მცირე ბიზნესი), გავხსნა ინდ.მეწარმის ანგარიში ბანკში, გადავაბა PayPal-ი. შემდეგ დავბეგრაც 1%-ს შემოსავლიდან.
ვარ უბრალო პროგრამისტი და ვერ ვერკვევი ბიზნესში, იქნებ მირჩიოთ:
1. ზემოხსენებული სქემა არის თუ არა კანონიერი?
2. შეუძლია თუ არა ინდ.მეწარმე/მცირე ბიზნეს გაატაროს ოპერაციები ვალუტაში (ანუ გაყიდოს პროგრამა დოლარებში და არა ლარებში)
3. ასევე ვერ გავიგე რას ნიშნავს უცხო წყაროდან მიღებული შემოსავალი? ზოგი ამბობს საერთოდ არ იბეგრება, ზოგი ამბობს 1%-ში არ დაიბეგრება და სრული დაბეგვრა(20%?) უნდა მოხდეს. რომელია სწორი?
4. იბეგრება PayPal-ზე მიღებული თანხა თუ PayPal-იდან გადარიცხვის შემდეგ, ქართულ ბანკში მიღებული თანხა?
5. ბუღალტერიაში რა ინფორმაცია უნდა გავატარო მყიდველზე? PayPal-ის მეშვეობით ვხედავ მხოლოდ სახელი-გვარი-email - და არ მიჩანს და ვერ ავიღებ ნებისმიერ tax identification number-ს უცხოელისგან? რამდენად საჭიროა ცოდნა სახელი/გვარის გარდა მყიდველის ინფორმაციის რომ დეკლარაციაში სწორად შევიტანო?
თუ ვინმეს შეგიძლიათ და დამაკვალიანებთ - დიდი მადლობელი ვიქნები.