უკრაინის ომმა და გეოპოლიტიკურმა კატასტროფამ ბევრი რამე გააცხადა.
ამ ფორუმზეც კი ყველა თანმხდება რომ ეს მთავრობა
და მისი ყველა შემდგომი ნაბიჯი არის პრორუსული და გვაშორებს ევროპულ მომავალს.
ხოლო, ყველაფერი პოზიტიური კი რაც დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტ-ეკონომიკურ ლანდშაფტში მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში
- ეს იყო ევროპულ/ამერიკული გავლენა და მისი აგენტურა

მილიარდობით ტრანშები, გრანტები, დახმარებები, იაფი სესხები
უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნილი 1000ეულობით ქართველი ახალგაზრდა,
1000ობით სამუშაო ადგილი არასამთავრობო სექტორში,
სახელმწიფო-კერძო პარტნიორობაში.
ბოლო ბოლო,
ის რომ 2012 წელს, გვქონდა იმის საშუალება რომ დემოკრატიული არჩევნებით შეგვეცვალა ხელისუფლება (თუნდაც რუსი ოლიგარქით

) - ესეც არის დასავლეთის და ევროპის გავლენის და ინტერესის შედეგი.
ხოდა ახლა ეს გაუნათლებელი, ფულზე გაყიდული, სამშობლოს მოღალატეების ხროვა გვიმტკიცებს რომ საქართველოს ევროპული მომავალი თვითმიზანი არ არის?
რომ "აბა ომი გინდათ"? "ბაბაია რომ უნდა დავუძახოთ დათვს"?
ეს დეპუტატებად წოდებული, რუსეთის რეზიდენტურა ამტკიცებს რომ საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლი და მასში ჩადებული ვალდებულება, საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ინტეგრაციის არის ფიქცია?
ანუ მთავრობა გადის კონსტიტუციური ჩარჩოებიდან.
მორჩა,
დამთავრდა,
აქ უკვე განსახლილველიც არაფერია.
ის პარლამენტი, რომელიც მიიღებს კანონს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ - არის ავტომატურად ანტიკონსტიტუციური და არალეგიტიმური.
აქ გავლებულია წითელი ხაზი.
რუსული ჩექმის ქვეშ გაყურსული ქვეყანა - ჩემი ქვეყანა არ არის.
დღეს საქართველო არის ოკუპირებული.
მთავრობა არის უკანონო.
ყველა მეთოდი არის ლეგიტიმური - ივანიშვილის დიქტატურის დასამხობად.
ჩვენთან არს ღმერთი,
იმედია
This post has been edited by Codex on 4 Mar 2023, 14:12