#60170475 · 8 Mar 2023, 15:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს: მიუხედავდ იმისა რომ ბოლო წლებში მშვიობიანი აქცია აღარაფერს ცვლის, აგრესიული აქცია არ არის გამოსავალი. დღეს სხვა მდგომარეობაა ვიდრე წინა წლებში, დღეს ბევრად მეტი მოღალატეა ხელისუფლებაში. საჭიროა სხვა მიდგომა და სტრატეგია, არა აგრესიული პროვოკაცია, რაზეც როგორც ჩანს ფსონი დადეს ქოც და ნაც ლიდერებმა რათა დადგან ახალი სპექტაკლი ხალხის დახმარებით, რასაც შემდეგ თავისი მიზნებისთვის გამოიყენებენ. ოპოზიციის ლიდერები და ის პოლიტ ფრთა ვინც თანამშრომლობთ ქოცებთან დროა სხვა არჩევანი გააკეთოთ და გაემიჯნოთ მათ. ხოლო ვინც არ თანამშრომლობთ მათთან, დროა გაერთიანდეთ და მოლაპარაკებები აწარმოოთ ხალხთან და ძირითად ორგანოებთან რათა მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. იქნება ეს ოპერატიული სამსახურების, სუსის მხარდაჭერა, ასევე შსს და დავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა, ასევე მედია საშუალებების. მოახდინეთ ადვოკატების და სასამართლო ბერკეტების მობილიზება, თქვენი მიზანი უნდა იყოს მშვიდობიანი გზით მოხდეს ცვლილებები, ეხლანდელი მთავრობისთვის და მათთან კოჰაბიტაციაში მყოფი პოლიტიკოსებისთვის ოფიციალურად ბრალის წაყენება მოქმედი კანონების ძალით, რაც გამოიწვევს ახალი არჩევნების დანიშვნას. თუ ამას ვერ/არ შეასრულებთ გამოდის რომ მათი მიერ აღებული კურსის მომხრე ხართ და ამ კურსით თქვენც კმაყოფილი გამოდიხართ, ანუ ყველაფერი ძველებურად გაგრძელდება.
მივმართავ ოპერატიული სამსახურის და შსს-ს ლიდერებს, ასევე დავდაცვას: არ დათანხმდეთ აგრესიულ ქმედებებს, არ შეასრულოთ ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ბრძანებები. გამოიყენეთ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლები უმოქმედობის არგუმენტირებისას.
მივმართავ ხალხს: არ წამოეგოთ პროვოკაციას, არ ჩაერთოთ აგრესიულ ქმედებებში და არ შექმნათ ცხელი წერტილები აქციებზე. ჩანერგილი ყავთ პროვოკატორები ორივე მხარეს, რომლებიც ქვებს ისვრიან და სხვა რაღაცეებს, გაერიდეთ მათ ან გააშორეთ აქციას ასეთი ხალხი.
|