#60191540 · 14 Mar 2023, 00:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაზე დიდ პრობლემას რომელსაც მე ახლა ვხედავ არის შემდეგი:
ქართული ოცნება დასავლეთის თვალში არათუ მოკავშირე და პარტნიორი არ არის, არამედ რუსეთის მიერ ზურგგამაგრებული ავტოკრატიული რეჟიმია, რომელსაც აღარაფერი აქვს საერთო ევროპულ ფასეულობებთან. ეს კი ძალიან ცუდი რეალობის წინაშე აყენებს ქართველ ხალხს - ხელისუფლების ამ პოზიციაში ყოფნა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე თუ დასავლურ დონაციებზე - უზარმაზარი ბარიერი იქნება.
სამაგიეროდ ქართულ ოცნებას მოკავშირედ რუსეთი აღმოაჩნდა, რომელიც ღიად, პირდაპირი სიგნალებით ანიშნებს ხელისუფლებას, რომ მოსკოვის იმედი შეუძლია ჰქონდეთ. ეს ქართველ ხალხსა და მოქმედ ხელისუფლებას ურთიერთდაპირისპირებულ საგარეო პოლიტიკურ არჩევანში ამყოფებს. შესაბამისად, ხელისუფლებას, რომელსაც დასაკარგი საგარეო პოლიტიკური კუთხით ცოტა აქვს შეუძლია დაიწყოს ყველა იმ ადამიანის "წმენდა", რომელიც დასავლეთის მხარდამჭერი იქნება. ნელა ოღონდ, აუჩქარებლად.
რას ფიქრობთ ამაზე? არის გამოსწორების შანსი? თუკი ქართული ოცნება დარჩა გვააქვს შანსი ევროპასთან ურთიერთობის? თუკი ქართული ოცნება დარჩა როგორი იქნება პროდასავლური ძალების ბედი?
--------------------
Georgia est pars integralis Europae! რუსეთის იმპერია კაცობრიობის ავთვისებიანი სიმსივნეა. მისი მხარდამჭერები კი მეტასტაზები არიან.
Amicus meus, inimicus inimici mei. მეგობარია ჩემი ის, ვინც ჩემს მტერს მტრობს.
|